ფსიქო

გაიქეცი, თუ მამაკაცი ამ 5 ფრაზიდან რომელიმეს გეტყვის

გაიქეცი, თუ მამაკაცი ამ 5 ფრაზიდან რომელიმეს გეტყვის
რა თქმა უნდა, მისი საქციელი მეტია, ვიდრე სიტყვები, თუმცა არსებობს ისეთი ფრაზები, რომელთა მოსმენისას, გირჩევთ, მისგან თავი შორს დაიჭიროთ.


«გეყოფა დრამატიზება»

თუ ის ფიქრობს, რომ შენ ვითომ ზედმეტად და მუდმივად აზვიადებ პრობლემებს, იგონებ მათ იქ, სადაც ის არ არსებობს, დაფიქრდი. ვინც რეალურად გაფასებს, უნდა იყოს მეტად ყურადღებიანი და უნდა ჰქონდეს მიმღებლობა; ცდილობდეს, გადაჭრას პრობლემა, დააკმაყოფილოს შენი სურვილი ნებისმიერი შესაძლო საშუალებით. ავტომატური უარყოფა შენი ნებისმიერი იდეის და იმის, რაზეც ლაპარაკობ, მომავალში დიდ პრობლემად იჩენს თავს.

«შენ ყოველთვის/არასდროს…»

ეს
არის ის პროვოკაციული სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად, ბენზინია ცეცხლში. ის მთელ დანაშაულს გადმოგაბრალებს, თავად კი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ეს კი ადრე თუ გვიან მიგიყვანთ ტანჯვამდე, უკეთეს შემთხვევაში, დაგაეჭვებს საკუთარ თავში.

«შენ რომ მე გიყვარდე, მაშინ…»

ეს ფრაზა რაღაცით შანტაჟს ჰგავს, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მანიპულაციაში. პარტნიორი არ უნდა გაიძულებდეს, თავი დამნაშავედ იგრძნო. არ უნდა იყენებდეს თქვენს სიყვარულს, როგორც იარაღს. თუ რამე ეჭვი ან შიში აქვს, ჯობს ამ თემაზე დაილაპაროთ.

«შენ ისეთივე ხარ /საერთოდ არ ჰგავხარ ჩემს ყოფილს»

შეიძლება ხანდახან ჩვენ ვადარებთ ჩვენს ყოფილებს მათ, ვინც ახლაა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილო მასთან. ეს არ ნიშნავს, რომ რამე უნდა დაუმალოთ მას, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ჯობს არ შეეხოთ და გაჩუმდეთ.
მსგავსი საუბრები არაფერ კარგს არ მოიტანს, თუნდაც ის უმნიშვნელო იყოს. ეს საუბრები იმისი მაჩვენებელია, რომ მან ჯერ კიდევ არ დაივიწყა თავისი ყოფილი და არ დაშორებულა წარსულს.

«ენა გააჩუმე/მოკეტე»

ხშირად გაბრაზებისას ვამბობთ ზედმეტ სიტყვებს, მაგრამ ეს ფრაზა რეალურად დამამცირებელია. ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ასე მიმართავს გოგოს, არ სცემს მას პატივს! ეს ნიშნავს, რომ თქვენი აზრები მისთვის სულერთია და არაფერს ნიშნავს.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დავით123
აბა თქვენ იცით, შეუწყვეთ ოჯახების დანგრევას ხელი...
20:11 / 16-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93