ფსიქო

5 მინიშნება, რომ მამაკაცს მართლა უყვარხართ

5 მინიშნება, რომ მამაკაცს მართლა უყვარხართ
ურთიერთობის დასაწყისი წყვილის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო ეტაპია. მუცელში პეპლები დაფრინავენ და განწყობაც მუდამ ამაღლებული გვაქვს. მაგრამ შეიძლება გატაცება ან ფლირტად დარჩეს, ან ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდოს. არსებობს 5 წესი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ.


დატვირთული გრაფიკისა და საქმეების მიუხედავად, მუდამ აქვს დრო თქვენთვის

თუ დღის განრიგს ისე ანაწილებს, რომ საღამო გამოითავისუფლოს და ის თქვენთან ერთად გაატაროს, ეს კარგის ნიშანია. თუ მამაკაცი თქვენით დაინტერესებულია, ის ერთ წუთსაც კი გამონახავს თქვენთან გასატარებლად. თუ ის ორიენტირებულია მომავალში თქვენთან ურთიერთობის
გაგრძელებაზე, გამონახავს დროს, რომ ერთად დალიოთ ყავა, ისადილოთ ან ივახშმოთ.

"კიდევ როდის გნახავ?"

ვერ ძღება თქვენთან ყოფნით. არ სურს თქვენი გაშვება. ჯერ ერთად ხართ და უკვე თქვენს მომავალ შეხვედრაზე ოცნებობს. - ასე მოიქცევა მამაკაცი, თუ თქვენით ნამდვილად დაინტერესდა. ხოლო თუ ადამიანი თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებს, ამას შეხვედრის ბოლოს მიხვდებით.

რეგულარულად გწერთ და გირეკავთ

დაინტერესების პირველი მაჩვენებელი ყურადღებაა. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ან ზარებით, ან მიმოწერით (თუ მანიაკი არ არის, რა თქმა უნდა). თუ ადამიანი არც გირეკავთ და არც გწერთ, ნურც იფიქრებთ მასზე.

დააკვირდით მის ქცევას

თუ არც არაფერს გეუბნებათ, დააკვირდით მის ქცევას. მაგალითად, ლაპარაკის დროს თვალებში გიყურებთ, საუბრის ბოლოს ტელეფონს შორს დებს, რომ არავინ შეუშალოს ხელი თქვენთან ყოფნისას. შეიძლება შეგეხოთ ხელზე ან თავისი ხელი თქვენს ხელთან ახლოს ჰქონდეს.

არაფერი დაფარული

მართალია, ყველა ადამიანს აქვს საიდუმლოებები, მაგრამ თუ სულ უფრო ხშირად გიყვებათ საკუთარ თავზე, გრძნობებზე, აზრებსაც კი გიმხელთ, თუ თქვენთან ურთიერთობით მართლა დაინტერესებულია, თავის სამყაროში თამამად შეგიპატიჟებთ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93