ფსიქო

„ხიდის მეთოდი“: როგორ გადავჭრათ სამუდამოდ ენერგეტიკული თასმები ტოქსიკური ურთიერთობისა

„ხიდის მეთოდი“: როგორ გადავჭრათ სამუდამოდ ენერგეტიკული თასმები ტოქსიკური ურთიერთობისა
პარტნიორები მიბმულები არიან ერთმანეთთან ენერგეტიკული თასმებით, სადაც ერთი ენერგია იყოფა ორად. ხშირად ურთიერთობა ისე მიდის, რომ ორიდან ერთ-ერთი უფრო ძლიერი ხდება, მეორე კი - სუსტი.

მჭიდრო ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ორ ახლობელ ადამიანს შორის «ენერგეტიკულ თასმებს» ეძახიან იმის გამო, რომ ერთმანეთზე არიან მიჯაჭვულები, მაგრამ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ჯანსაღი. თუ არადა, მაშინ მსგავსი ურთიერთობა ტოქსიკური ხდება.

როგორ გამოვიცნოთ არაჯანსაღი ურთიერთობა

არაჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანები ერთმანეთში «იბლანდებიან» იმდენად ძლიერად, რომ მათ შორის ფორმირდება ენერგეტიკული ჯაჭვი და ეს ჯაჭვი იშვიათად
არის დაბალანსებული. ორიდან ერთი ამ დროს უფრო ძლიერი ხდება, შედარებით სუსტი პარტნიორი კი ამ დროს გრძნობს ძალის დაკარგვას. ისეთი განცდა აქვს, თითქოს მის ენერგიას ვიღაც აზის, ჭამს, ხოლო ძლიერი კი თავს გრძნობს კარგად. დროთა განმავლობაში მისი მადა ძლიერდება და მეტსა და მეტს ითხოვს. ალბათ, ხვდებით სადამდე შეიძლება ამან მიგიყვანოთ.

მტკივნეული დაშორება

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო დაშორების ინიციატორი. თქვენ ყველაფრის მიუხედავად განიცდით დანაკარგს და განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ განცდა, რომ რაღაც დარჩა დაუმთავრებელი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ენერგეტიკული ჯაჭვები არსადაც არ გამქრალა და თქვენ ერთმანეთთან ისევ ხართ მიჯაჭვულები, რაც კვლავ უზრუნველყოფს მის კვებას თქვენი ენერგიით ან პირიქით. ხშირად გაქვთ ნეგატიური განწყობა და უმიზეზო შფოთვები, დღემდე განიცდით ტკივილს გაყრის გამო. გამოიყენეთ ხიდის მეთოდი ამ შემთხვევაში ან ხშირი მედიტაცია, რომელიც დაგეხმარებათ, ადვილად გადააგოროთ სევდა და მონატრება.

ვიზუალიზაცია, თუ როგორ გადავჭრათ ენერგეტიკული თასმა

ეს ვარჯიში ძირითადად ეფუძნება წარმოსახვას და ვიზუალიზაციას. თუ მზად ხართ, საბოლოოდ გაწყვიტოთ თქვენ შორის არსებული ენერგიის ხიდი, რაც იშვიათად ხდება და მოდის თანხვედრაში.

როგორ ხდება ვარჯიში:

ორი ადამიანი დგება პირისპირ. თუ ის არ მოგყვებათ ამაზე, მაშინ უნდა ნახოთ სხვა, ვინც მას შეცვლის ამ რიტუალის დროს. შემდეგ წარმოიდგინეთ, თუ როგორ მოძრაობს თქვენ შორის ენერგიის სხივი, რომელსაც აქვს მუდმივობის სიმბოლოს ფორმა (ის ჰგავს 8-ს, ოღონდ გვერდულად დახატულს).

წარმოიდგინეთ, როგორ პატარავდება ეს ჯაჭვი და სანამ თქვენს წარმოდგენაში დაპატარავდება, შეგიძლიათ ან უხმოდ იდგეთ, ან ხმამაღლა თქვათ გამოსამშვიდობებელი ტექსტი და არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა, პარტნიორის პატიება.
თუ ფერებში წარმოიდგენთ ამ უსასრულობის სიმბოლოს, იცოდეთ, რომელი ფერი რას ნიშნავს.
წითელი - სიმბოლიზდება გათავისუფლებასთან. თქვენ თავისუფლდებით ზიზღისა და გაბრაზებისაგან. ვარდისფერი ან მწვანე - იარების მოშუშება, ცისფერი - წარმავალი სევდა და ასე შემდეგ.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93