ღმერთის გეგმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე შენი და უმრავლესობა შემთხვევისა, რაც შენ ირგვლივ ხდება, ხდება იმიტომ, რომ ასე სჯობს შენთვის. სამყარომ, ღმერთმა, კოსმიურმა ძალამ თუ რაც გინდა, ის დაარქვი, უკეთ იცის, როდის რა სჯობს გადაგხდეს თავს, რისთვის გაქვს მზაობა.
ვერ მიიღე მაღალი ქულა? სამსახურში, რომელზედაც ოცნებობდი, არ აგიყვანეს? მიზეზი მხოლოდ ერთია - სამყაროს შენზე სხვა გეგმები აქვს. ყველა გეგმას, რაც ჩაიშალა, გახსოვდეს, რომ აქვს თავისი მიზეზი და მხოლოდ მერე შეძლებ მიხვდე, რატომ მოხდა ეს. გავა დრო და უკან მოიხედავ. სანამ დრო გავა და ამაში თავად დარწმუნდები, მანამდე კი სჯობს თავად დაფიქრდე მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოხდა, რა გაქვს სასწავლი. იქნებ საუკეთესო სამსახური იმიტომ არ გამოგივიდა, რომ ის არაა შენი? იფიქრე!
სამყარო გასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში ხშირად არ არის მატერიალური მხარე. იქნებ სულიერად ხარ გასაზრდელი? იქნებ მეტი დიალოგი გმართებს საკუთარ თავთან? დაფიქრდი!
მთავარია, გჯეროდეს, რომ რაც არ ხდება შენს თავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გიმართლებს, არამედ ნიშნავს, რომ წინ რაღაც უფრო დიდი და კარგი გელის!
თათა შენგელია
წყარო