ფსიქო

7 ნიშანი იმისა, რომ „ალფა ქალი“ ხართ და სიყვარულის საოცარი უნარით გამოირჩევით

7 ნიშანი იმისა, რომ „ალფა ქალი“ ხართ და სიყვარულის საოცარი უნარით გამოირჩევით
„ალფა ქალები“ უნიკალური ადამიანები არიან. მათ მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა პრობლემასთან და გამოწვევასთან გამკლავება, ცხოვრებისეული ტკივილის დაძლევა. სასიყვარულო ურთიერთობაში მძიმე გამოცდილებას „ალფა ქალი“ იყენებს, როგორც გაკვეთილს, რათა მომავალში წარმატებული ურთიერთობა ჰქონდეს. ეს არის ქალი, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.
„ალფა ქალები“ მოხერხებულები, მზრუნველები და ჭკვიანები არიან. ისინი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, არ ჩერდებიან, მუდამ მოქმედებენ. საკუთარ თავს კარგად იცნობენ და იციან, რისი მიღწევა სურთ ცხოვრებაში.

და დიახ, მათ იციან, როგორი პ
არტნიორი სჭირდებათ გვერდით.

როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, „ალფა ქალი“ არ თამაშობს და არ მანიპულირებს პარტნიორის გრძნობებით. სურს იყოს ისეთი კაცის გვერდით, რომელიც პატივს სცემს მას, მის მოსაზრებებს და რომელიც არ შეზღუდავს, რომლის გვერდითაც იქნება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ვნახოთ „ალფა ქალების“ შვიდი მთავარი მახასიათებელი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ისინი ფანტასტიკური შეყვარებულები არიან:


1. მას არ აშინებს ემოციების გამოხატვა - საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოველთვის გამოხატავს გრძნობებს, ემოციებს. ის გამოხატავს ბედნიერებას, უზიარებს სიხარულს და თუ მოწყენილია, არ მოერიდება რომანტიკული პარტნიორის გვერდით ტირილის. აჩვენებს თავის დაუცველ მხარეს. „ალფა ქალი“ არასოდეს მალავს ემოციებს. და რაც მთავარია, როცა "ალფა ქალი" ნამდვილად შეყვარებულია, მას არ აშინებს შეყვარებულისადმი ყურადღების და სიყვარულის გამოხატვა.

2. ის ყოველთვის გულწრფელია - თუ „ალფა ქალს“ ხვდებით, ის გულწრფელად გაგიზიარებთ აზრებს და გეტყვით სიმართლეს, როგორი მწარეც უნდა იყოს ის, თუმცა თქვენგანაც იმავეს მოითხოვს. გირჩევთ, მის გვერდით ბოლომდე გულწრფელი იყოთ. ადამიანში ამას ყველაზე მეტად აფასებს.

3. „ალფა ქალმა“ იცის საკუთარი უარყოფითი მხარეების შესახებ - ამ ქალმა ყველაზე უკეთ იცის საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. იცის, რა არის მისი მთავარი ძალა და მთავარი სისუსტე. იცის, როგორი გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვა მოუწევს ბედნიერებისა და წარმატების მისაღწევად. ბედნიერია დღევანდელი დღით და არავის მისცემს უფლებას, ბედნიერება წაართვას. „ალფა ქალი“ არ მოგცემთ უფლებას მიუთითოთ, თუ როგორ მოიქცეს. ის მოგისმენთ, რჩევას მიიღებს, მაგრამ ისე იმოქმედებს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ის საკუთარი პრინციპების ერთგულია. თუ იგრძნობს, რომ მის გაკონტროლებას ცდილობთ, ამით თქვენგან წასვლის შესანიშნავ მიზეზს მიიღებს.

4. „ალფა ქალი“ დამოუკიდებელია - დიახ, ეს ქალი ჭკვიანი, თავისუფალი, თავდაჯერებული და დამოუკიდებელია, მაგრამ ის ასეთად არ დაბადებულა. „ალფა ქალი“ გამოცდილებამ, განათლებამ აქცია დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად. არ ელოდოთ, რომ ეს ქალი თქვენს დახმარებაზე იქნება დამოკიდებული; არ ელოდოთ, რომ ის თქვენს მხარდაჭერას დაელოდება. ყოველთვის იპოვის შინაგან ძალას პრობლემების დასაძლევად და ნებისმიერი სირთულის შემდეგ ცხოვრებას უფრო წარმატებულ რელსებზე გადაიყვანს.

5. „ალფა ქალს“ არ ეშინია ვნების გამოხატვის - ის პარტნიორს უზიარებს სექსუალურ ფანტაზიებს და საოცრად ვნებიანი შეყვარებულია. ასე რომ, თუ გაქვთ პრივილეგია იმისა, რომ ასეთ ქალს ხვდებით, მოემზადეთ გიჟური, ცეცხლოვანი ღამეებისთვის.

6. „ალფა ქალი“ მიგიღებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ - ის არ მოითხოვს თქვენგან ცვლილებას; არ მოგთხოვთ, რომ გახდეთ ის, ვინც არ ხართ. როცა ასეთ ქალს ნამდვილად უყვარხართ, მიგიღებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ. მან იცის, რომ ადამიანს დადებითთან ერთად, აქვს უარყოფითი მახასიათებლებიც, აქვს სისუსტეები. მას თქვენ ასეთი შეუყვარდით.

7. დაბოლოს, როცა „ალფა ქალი“ შეყვარებულია, უყვარს ნამდვილად და გულწრფელად. მას სიყვარულის საოცარი უნარი აქვს - როცა ეს ქალი შეყვარებულია, უყვარს გულწრფელად, მთელი გულით, უყვარს უპირობოდ. არ ეშინია სიყვარულის გამო მსხვერპლშეწირვის და იცის, რომ ურთიერთობა ხანდახან მსგავს ქმედებასაც მოითხოვს.

ნია ფალავანდიშვილი

წყარო: curiousmindmagazine.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93