მამაკაცებს არ უყვართ ემოციების გამოხატვა, თუმცა გულის სიღრმეში ემოციების ფეიერვერკს მალავენ. მათ გაგვიმხილეს მინიშნებები, რაც ქალებისგან ყველაზე მეტად სიამოვნებთ.
- "მისი მზერა თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ ხანდახან, შეუსაბამო სიტუაციებში ისე სექსუალურად შემომხედავს, რომ ვხვდები, მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ".
- "ხანდახან ტელევიზორის ყურების დროს ეძინება და თავისი ფეხებით ფრთხილად მეტმასნება ჩემს ფეხებზე".
- "მეხუტება და საყვარლად ამბობს: "ჩემი".
- "როცა დაღლილი ვბრუნდები სახლში, მასაჟს მიკეთებს. ეს გულს მითბობს".
- "ღამე მაღვიძებს და მეუბნება: საშინელებები დამესიზმრა, ჩამეხუტე. მძინავს, მაგრამ მისი ჩახუტება მაინც მაბედნიერებს".
- "ყოფილი ცოლი მუდმივად მამცირებდა და ახლა ჩემი ახალი გოგო მუდამ მაქებს, მამხნევებს".
- "მძინარეს მკოცნის და როცა სამსახურში ვარ, მახსენდება და იდიოტივით ვიღიმი".
- "ძირითადად, მობილურებში ვართ თავჩარგულები, მაგრამ ხანდახან გადადებს ტელეფონს გვერდზე, მომეტმასნება და აღარაფერი მახსენდება მისი კოცნის და მოფერების ფონზე".
- "18 წელია დაქორწინებულები ვართ, მაგრამ როცა ყურში ჩამჩურჩულებს: "მიყვარხარ" და ბიბილოზე ნაზად მაკოცებს, პატარა ბიჭივით ვხდები".
- "ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი და მეგონა, რომ არავის ეცალა ჩემთვის. ჩემს შეყვარებულს კი, როცა რამეს ვუყვები, ინტერესით მისმენს".
- "ხანდახან მოვა და თავს დამადებს მხარზე, ხელს მკერდზე და ვხვდები, რომ გული ამომივარდება".
- "მისი მზრუნველობა გულს მითბობს".
- "მუდამ ყიდულობს ჩემთვის საჩუქრებს და ისეთ ადგილებში მიტოვებს, რომ ვიპოვო".
- "როცა სტუმრად ვართ, ჩემს ხელს იღებს და ეხუტება".
- "ისე მეხმარება, რომ თქმაც არ სჭირდება. ხანდახან კი ვერც ვბედავ დახმარების თხოვნას".
- "ძილის დროს მუდამ მეხება და როცა ვერ მპოულობს, პანიკაში იღვიძებს".
- "სახლში მოსვლის დროს ყოველთვის მეგებება (ძაღლიც) და ისე სიყვარულით მკოცნის და მეკითხება, როგორი დღე მქონდა. მხოლოდ ამის გამო მიხარია სახლში დაბრუნება".
- "მიმტანად მუშაობს და როცა სამსახურში ვაკითხავ, განსაკუთრებული კლიენტივით მემსახურება და კოცნითაც მაჯილდოებს. სხვა კლიენტები შტერდებიან".
- "ისეთი აღფრთოვანებული თვალებით მიყურებს, თავი ყველაზე ძლიერი და ყველაზე სიმპათიური მგონია".
- "ჩემთან ჩახუტებული იძინებს. თუ ცალ-ცალკე დავიძინეთ, ღამე მაინც მომძებნის და მომეხუტება".
- "ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, ყველაზე თბილი და მზრუნველი. მალე ვიქორწინებთ და ეს მაბედნიერებს".
- "საღამოობით სკვერში ვსეირნობთ, ხელჩაკიდებულები და თითქოს შეყვარებულები ვართ. არადა 20-22 წლის შვილები გვყავს".