თუკი ჯერაც არ შეხვედრიხართ თქვენს "ერთადერთს", გთავაზობთ 12 მარტივ საიდუმლოს იმისათვის, რომ დროულად იპოვოთ თქვენთვის სასურველი მამაკაცი. "მარაოს" რჩევები კი არა მარტო აგიმაღლებთ თვითშეფასებას, არამედ გასწავლით, როგორ მოაწონოთ თავი მამაკაცს.
1. გახდი გოგონა, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს
- რაც უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, ამ კითხვაზე პასუხი არც პროპორციებში, არც თმის ფერსა და არც სიმაღლეში იმალება, ეს ყველაფერი უმნიშვნელოა მამაკაცისთვის. რაც უნდა მოიმოქმედოთ პირველ რიგში, არის ის, რომ ჩართოთ თქვენში ქეით აპტონი და დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ თქვენზე სექსუალური მეორე არ დადის. ეს თავდაჯერებულობა მაგნიტის მსგავსად მოიზიდავს თქვენკენ მამაკაცებს.
2. ესაუბრე ბიჭს იმ თემაზე, რაც მოსწონს
- როცა ინტერესით უსმენ, ამავდროულად კითხვასაც დაუსვამ მისთვის მნიშვნელოვან თემაზე. ეს მას ავტომატურად აახლოებს შენთან. რაც უფრო ხშირად შეეხები მისთვის პრიორიტეტულ თემას, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ სასიამოვნო მომენტების გახსენებაზე სწორედ შენთან ასოცირდება ყველაფერი.
3. გასვლის წინ მიიპკურე თმაზე საყვარელი პარფიუმი
- პარფიუმის მიპკურების შემდეგ აუცილებლად ხელით დაიშალეთ თმა, იმისათვის, რომ მთელ თავზე გადანაწილდეს სასიამოვნო სურნელი. ასე უფრო მეტად დაამახსოვრებთ თავს, ხოლო ნაცნობი პარფიუმის სუნზე კი ნამდვილად თქვენ გაგიხსენებთ.
4. ახლა კი შენი ჯერია, გააცნო საკუთარი ინტერესები
- ფსიქოლოგიურმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ როდესაც საუბრობ იმ თემაზე, რაც მოგწონს და გიყვარს, ფაქტობრივად, შინაგანად ანათებ და მეტად მიმზიდველი ხდები გარშემომყოფთათვის.
5. სწორი სიარულის მანერა
- როცა ჩაივლი შენთვის საინტერესო ბიჭის წინ, გაიმართე მხრებში და ხელები სხეულთან მაქსიმალურად ახლოს დააფიქსირე. ასეთი სიარულის მანერა ბევრად ლამაზად წარმოგაჩენთ და შედეგად დაინტერესებული მზერაც გარანტირებულია.
6. იყავი მსუბუქად მიუწვდომელი
- გაეპრანჭე, თუმცა უცაბედად ჰორიზონტიდან გაქრობაც ისწავლე. მიანიშნე ბიჭს, რომ მოგწონს, თუმცა ოდნავ გარჯა მოუწევს იმისათვის, რომ თავის ქსელში მიგიმწყვდიოს.
7. გქონდეს საკუთარი მოსაზრება
- ნუ შეეცდები, ყველაფერში დაეთანხმო მამაკაცს. თუკი გეკითხება რაიმეს, საკუთარი პოზიცია დაანახე და არა "როგორც იტყვი, ძვირფასო". მაგალითისთვის გაითვალისწინე, რომ ჯორჯ ქლუნის ცოლმა, ამალ ქლუნმა სწორედ ასე მოიგო მეუღლის გული.
8. საუბრისას მსუბუქად შეეხე მის ხელს
- ასეთი ჟესტები ბადებს სწორედ გოგოსა და ბიჭს შორის ვნებისა და მიზიდულობის ნაპერწკალს. თუმცა ნუ მოიქცევი ასე მომაბეზრებლად ხშირად და გამაღიზიანებლად.
9. იურთიერთე მის მეგობრებთან
- აუცილებლად იურთიერთე მის მეგობრებთან ისევე მსუბუქად, როგორც შენებთან. როცა დაინახავს, რომ შენსა და მის მეგობრებს შორის "არის კონტაქტი", მიხვდება, რომ შენთან ურთიერთობით მეგობრებთან დროის გატარებას საფრთხე არ ემუქრება.
10. ისაუბრე დამარწმუნებლად
- როცა ნერვიულობ, იწყებ შედარებით სწრაფად და მაღალ ტემბრში საუბარს. შეეცადე, შეინარჩუნო სექსუალურობა, აუღელვებელი და მშვიდი საუბრის ტონი, იმ დროსაც კი, როცა შენში ემოციები მაქსიმალურ პიკს აღწევს.
11. იყავი დაკავებული
- დროდადრო არ უპასუხო მის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იმ წამსვე, როგორც კი მოდის ტელეფონზე; უარი უთხარი შეხვედრებზე, იმიტომ, რომ დაქალებთან შეხვედრა ან დედასთან ერთად ვახშამი გაქვს ჩანიშნული. როცა დაინახავს მამაკაცი, რომ ის - მთელი თქვენი ცხოვრება არ არის, ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ გახდეს მისი აუცილებელი ნაწილი.
12. კანის გარკვეული ნაწილი დატოვე შიშველი
- მოირგე ლამაზი მაქმანებიანი კაბა ან ჩაჭრილი ქვედაბოლო, რომელიც შენს სხეულს მეტ ინტიმურობას მიანიჭებს. ეს სულაც არ მისცემს შენი ყველა კოზირის დემონსტრირების საშუალებას. ეს მას იმის ფანტაზიას გაუღვივებს, თუ როგორ გამოიყურები მაქსიმალურად ტანსაცმლის გარეშე.
წყარო