თუ თქვენ მასთან დაკარგეთ ემოციური ბმა, დანარჩენი უკვე დროის საკითხია, თუ როდის გაიხურავს ის კარს.
თუ თქვენ მუდმივად ახსენებთ მას თავის უარყოფით თვისებებს და ეუბნებით, თუ როგორ ძალიან გსურთ, რომ შეიცვალოს, მოსალოდნელია, რომ მან საბოლოოდ გამოიხუროს კარი და წავიდეს.
ყველაფერი იწყება შემდეგნაირად: - თავდაპირველად ის აქნევს თავს და ზრდილობიანად პასუხობს თქვენს კრიტიკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს თქვენ დამშვიდებას. დროთა განმავლობაში ის სწავლობს, როგორ არ შეიძლება მოსმენა და რეაგირება ამ ყველაფერზე, რადგან მას უკვე მობეზრდა მუდმივი კრიტიკა და უკმაყოფილება.
და ერთხელაც დგება მომენტი, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ უნდა წავიდეს და თქვენ ვერც კი მიხვდებით, თუ რატომ მოხდა ეს.
თქვენი შინაგანი «მე» ამბობს, რომ ის კაცი სულელია, რომელსაც არ შეუძლია დაინახოს საკუთარი უარყოფითი თვისებები. გონება ამბობს, რომ თუ მას არ შეუძლია მიიღოს კრიტიკა, ესე იგი, ის არის მოუმწიფებელი პიროვნება, რომელსაც არ სურს, იყოს კარგი და ამ შემთხვევაში, რომელს ვუსმინოთ?
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
</div>
ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს ორი მხარე და იმისთვის, რომ ისინი იყოს წარმატებული, საჭიროა ორი ადამიანის ძალისხმევა. თუ თქვენი ურთიერთობა დასრულდა, ნუ დაადანაშაულებთ ერთ მხარეს. დაფიქრდით, რა წვლილი შეიტანეთ თქვენ მის ამოსაწურად?
მცირედი შეხსენებები შეიძლება თქვენი პარტნიორისთვის იყოს მტკივნეული; მუდმივი მითითებები, რომელთა დემონსტრირებას ღიად ახდენთ.
ყველა ეს თქვენთვის მცირე საყვედური შეიძლება მისთვის იყოს სერიოზული სტრესი, რაც გამოიწვევს ემოციურ დაშორებას, დანარჩენი უკვე დროის საკითხია, როდის წავა ის თქვენგან ფიზიკურად.
ის არ მიდის იმიტომ, რომ დაგსაჯოთ, ან მოგაყენოთ ტკივილი. ის მიდის იმიტომ, რომ მეტი აღარ ძალუძს თქვენი საყვედურების და კრიტიკის ატანა. თქვენ ვერ გადააკეთებთ მას „კარგ ტიპად“. ის არის ის, ვინც არის. არავის სურს, იცხოვროს მუდმივ კრიტიკაში და იმის გახსენებაში, რომ ის ცუდია, ის რაღაცას ვერ აკეთებს. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა, მაშინ საჭიროა მიიღოთ მეორე ადამიანი ისეთი, როგორიც არის.
თათა შენგელია
წყარო