ფსიქო

როგორ მივწეროთ მამაკაცს ისე, რომ ჭკუიდან გადავიყვანოთ

როგორ მივწეროთ მამაკაცს ისე, რომ ჭკუიდან გადავიყვანოთ
სოციალური ქსელის მესენჯერში მიმოწერა ხშირად ძირითადი, დასაწყისში კი ერთადერთი საშუალებაა მამაკაცთან საუბრის დასაწყებად. განსაკუთრებით, თუკი ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეთ. რა უნდა მისწერო სინამდვილეში იმისათვის, რომ გამოგიტყდეს გრძნობებში?
"მარაომ" პასუხები იპოვა!
Related image

არასდროს უპასუხო დროულად!

  • თუკი პირველი გწერს, არავითარ შემთხვევაში მომენტალურად არ გასცე პასუხი. დაელოდე ნახევარი საათი მაინც. ეს წესი არცთუ ისე მარტივი დასაცავია, თუმცა მტკიცედ მუშაობს. ბიჭები არ სხედან ტელეფონებით ხელში და ყოველ წამს არ ანთებენ ეკრანს მესიჯის ლოდინში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ელოდებიან
    შენს ნაწერს. ის განაგრძობს თავისი საქმეების კეთებას, თუმცა ტელეფონთანაც ყურადღებით იქნება. ეს საკმაოდ გამოცდილი მეთოდია.

Related image
მისწერე მოკლედ

  • სულაც არ არის 8 შეტყობინების ტოლი ესეს დაწერა აუცილებელი. რაც უფრო მოკლედ მისწერ, მით უკეთესი. როგორც კი სტანდარტული მესიჯის ზომას გადააჭარბებ, იმ წამსვე მიხვდება, რომ შენ მისით ძალიან დაინტერესებული ხარ. ის ფაქტი, რომ შენ მას სწერ ზოგადად, უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამასთანავე, რაც უფრო დიდ შეტყობინებას მისწერ, უფრო მეტია იმის შანსი, რომ შეცდომა დაუშვა და რაიმე ზედმეტი უთხრა. მნიშვნელოვანი ნიუანსი: თუკი უკვე გაქვთ მიმოწერა, შენი შეტყობინებები მის შეტყობინებებზე მოკლე უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა მოგწერა: "როგორ ხარ?" პასუხი "მადლობა, კარგად, შენ?" - ცუდი პასუხია, "ნორმ"- სავსებით იდეალური პასუხია. თუკი მოკლე პასუხებს მისწერ, მას ეგონება, რომ არ გიზიდავს განსაკუთრებულად. რადგან არ გიზიდავს, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეეცადოს და მოიგოს შენი გული. მარტივია, არა?
Related image

დასვი კონკრეტული დედლაინები

  • მიმოწერებიდან სულაც არ არის საჭირო ეპისტოლარული რომანის ფორმატი 24/7-ზე. მამაკაცს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ შენი თავისუფალი დრო შეგიძლია სრულად მას დაუთმო. მორიგ კითხვაზე: "როგორ მიდის საქმეები?" უპასუხე: "გავთავისუფლდები 19:00 სთ-ის შემდეგ და შეგვიძლია ვისაუბროთ". იყავი მასთან მჭიდრო დიალოგში სადღაც 40 წუთით, შემდეგ ბოლოსკენ მიიყვანე საუბარი. შენი დავალებაა, აიძულო Х საათი ლოდინი იმის გამო, რომ მიიღოს შენი ყურადღება. სხვა დროს იყავი თავაზიანი, თუმცა მიუწვდომელი: "მაპატიე, ცოტა ხანი არ მცალია" - იდეალური პასუხია ნებისმიერ შეტყობინებაზე. მნიშვნელოვანია, არ ნახო, რას მოგწერს ამაზე, შენ ხომ არ გცალია!
Related image

ნუ აინტრიგებ

  • გვინდოდა დაგვეწერა, დააინტრიგე ზომიერად, თუმცა შესაძლოა, ოდნავ მშიშარა მამაკაცი შეგხვდეს - ეს ერთი, ხოლო ზომიერება ყველას სხვადასხვა აქვს. იდუმალებით სავსე გოგონას როლს ნუ მოირგებ. არ აქვს მნიშვნელობა, სიმართლეს ეუბნები თუ ატყუებ. მთავარია, შენი შეტყობინება კრისტალივით ნათელი და წრფელი იყოს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენგან იმავეს მიიღებს. არ არის აუცილებელი, დადებითი პასუხი იყოს. უბრალოდ უმჯობესია, ასჯერ გაზომო და ერთხელ გაჭრა.
Related image

ყველაფერი მას დაუკავშირე

  • შენი შეტყობინება უნდა აფიქრებდეს შენზე. რაიმე ისეთი გამოუძებნე, რაზეც წამოეგება. მსუბუქი ინტრიგა შეიტანე შენს ნაწერში. მაგალითად, თუკი მისწერ: "ოჰ, რა გავიგე დღეს, ვერც დაიჯერებ" - ის ათას რამეს იფიქრებს; ხოლო თუ მისწერ: "მე რაღაც შევიტყვე და წამსვე შენ გამახსენდი" - აი, ეს არის მსუბუქი ინტრიგა. ახლა მას აინტერესებს, თუ რა გაიგე ისეთი, რამაც მისი თავი გაგახსენა.
Related image

გამოიყენე ემოჯი და სელფები

  • ბევრი ამბობს, რომ ამის გაკეთება არ ღირს, თუმცა ნუ დაიჯერებ! იმიტომ, რომ ყველა უჯერებს მას, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო მათი გამოყენება - ბიჭები ამ დროს საცოდავად სხედან და ფიქრობენ ტექსტში ინტონაციის ამოკითხვას. ეს მარტივი ნუ გგონია. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ მიმოწერაში ემოჯი უფრო მეტი უნდა იყოს, თუმცა წინადადების სმაილით დასრულება ურიგო ნამდვილად არ არის. არ დაივიწყო სელფები: ოღონდ აქ არ ვგულისხმობთ შიშველ ფოტოებს. მაგალითად, სელფი კითხვაზე: "რა არის ახალი?" საილუსტრაციოდ ჩაუგდე სელფი ახალი ტუჩსაცხით - იდეალური ვარიანტია, იმიტომ, რომ ყველას უყვარს ცოცხალ ადამიანთან კომუნიკაცია.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
მარი
გადასარევი რჩევებია როგორ შევქმნათ ხელოვნური ურთიერთობა, ყალბი ემოციები, როგორ ვიცრუოთ მიზნის გამო, როგორ ვიყოთ ევერიჯ საიდ ჩიქ, აი ამას ვინ წერს?
12:42 / 05-11-2019
გამოხმაურება / 0 /
თენგიზი
უსიყვარულოდ არავის არაფერი მისწეროთ. სულერთია არაფერი გამოვა და თუ გამოვა, დახვეწილი სიყალბე იქნება.
23:28 / 03-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93