ფსიქო

7 "მომაკვდინებელი" ქალური ცოდვა, რომლის პატიება მამაკაცებს არ შეუძლიათ

7 "მომაკვდინებელი" ქალური ცოდვა, რომლის პატიება მამაკაცებს არ შეუძლიათ
"მარაოს" დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მამაკაცების თვალით დანახულ ისეთ ქალურ ქცევებზე, რომელთა ატანა და პატიებაც მათი მხრიდან შეუძლებელია. ბლოგერი მამაკაცების მოსაზრებები ქალების მომაკვდინებელ ცოდვებზე.
7 смертных женских грехов, которые мужчины не в силах терпеть и прощать-ის სურათის შედეგი

რა ავტომობილი გყავს? ბინა გაქვს? ქურქს მიყიდი?

  • ვერავინ დაასკვნა, თუ საიდან ხვდება ლამაზი სქესის წარმომადგენლებში მრუდე სარკის ნამსხვრევები, მაგრამ თუკი მოხვდა, მაშინ სრულდება ყველაფერი: მერკანტილურ ქალბატონებს კაცის დანახვა აღარ ძალუძთ, ხედავენ მხოლოდ უსუსურსა და ღარიბ ადამიანს. ამ დროს იწყება მესამე კატეგორიის მამაკაცზე ოცნება, მამაკაცზე, რომელიც მოვა და ფულში "აბანავებს", თუმცა ბედნიერება ამ დროს
    თითქმის ნულის ნიშნულს უტოლდება, მაგრამ ეს არ ქმნის მისთვის წინაღობას. ამ დროს რჩება მხოლოდ წუწუნი და მოთხოვნების უზარმაზარი სია: ტელეფონი გამიტყდა, ახალი მჭირდება; ვერ წამოვალ, იმიტომ, რომ არ მაქვს შესაფერისი კაბა; ნორმალურ ადამიანებს ქორწილი ბალიზე აქვთ, ახალი ქურქი მჭირდება... ამ დროს კი მამაკაცი უბრალოდ იღლება და საბოლოოდ დაგისვამთ კითხვას: "საფულე თუ ცხოვრება?"
7 смертных женских грехов, которые мужчины не в силах терпеть и прощать-ის სურათის შედეგი

ძვირფასო, უშენოდ არ შემიძლია!

  • ძალიან სასიამოვნოა მამაკაცისთვის საყვარელი ქალისგან თბილი სიტყვების მოსმენა, თუმცა მანიაკალური მიჯაჭვულობა მათ ჩიხში ამწყვდევს და ჰგონიათ, რომ საყელურიანი ძაღლები არიან, რომელიც პატრონს მუდამ უნდა მოეფეროს, გაართოს. ერთ დღესაც, როდესაც მამაკაცს სიყვარულის გაცემის ძალები აღარ ექნება, ქალი მიატოვებს და წავა მასთან, ვინც ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს. საბოლოოდ კი, როგორც მამაკაცები ამბობენ, მათგან რჩება გათავისუფლებული, ბედნიერი და მენტალურად ხეიბარი ნახევარი პიროვნება.
დაკავშირებული სურათი

საიდან ვიცი, როგორ გადავიხადო ბინის ქირა?

  • რა თქმა უნდა, ამას ადრე დედამისი აკეთებდა, ახლა კი ეს მამაკაცს გადააბარა: გადასახადების გადახდა, ხელოსნის გამოძახება, ვიზისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვება, ბავშვის ბაღში დარეგისტრირება, საყიდლებზე სიარული და კიდევ უამრავი რამ, რაც ქალს არ ძალუძს გააკეთოს დამოუკიდებლად, ის ხომ ნაზი ყვავილია და არსებობის გარდა, არაფრის კეთების უნარი არ შესწევს. ეს მამაკაცებს სინამდვილეში ძალიან აღიზიანებთ. შესაბამისად, ადრე თუ გვიან ყელში ამოუვათ და მოითხოვენ ურთიერთობის დასრულებას.
დაკავშირებული სურათი

შენმა შვილმა გოგოსთან იჩხუბა!

  • "ჩემი შვილი! ვაშა, ბიჭი მყავს! ადრე ის არ არსებობდა, თითქოს მისი შვილი იყო მხოლოდ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მანდოს. მე ხომ ყველაფერს გავაფუჭებ, ვაბანავებ მდუღარეში, ვაჭმევ "ფასტ ფუდებს", დავკარგავ სავაჭრო ცენტრში, ვასწავლი ცუდს. ის დედაა და მე კიდევ ყოველთვის გვერდს ვუვლიდი, მაგრამ როგორც კი ბავშვი წამოიზარდება და იწყებს ცელქობას, წესების დარღვევას, წამსვე ჩემი შვილის სტატუსს უბრუნდება. ყველაფერში ხომ მე ვარ დამნაშავე. გარდა იმისა, რომ ცუდი გენოფონდი გადავეცი, ამასთანავე, არც აღმიზრდია. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, მაგრამ ერთი წუთით, მე ხომ არც მიშვებდი ბავშვთან კომუნიკაციისთვის? ოჰ, საკმარისია..."
დაკავშირებული სურათი

მივცემ - არ მივცემ

  • "მანიპულაცია სექსით - ყველაზე საშინელი ცოდვაა. მამაკაცების მოსაზრებით, სექსის, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტის გამოყენება - კატასტროფას უდრის. თუმცა ის დამჯერად მიემართება დივნისკენ, იქამდე, სანამ არ დაპატიჟებთ საწოლში. თუკი მუდამ უარზე იქნებით და დაუწესებთ დღეებს სექსისთვის, მაშინ ის სხვისკენ გაიწევს".
დაკავშირებული სურათი

შენ ვალდებული ხარ ჩემთან, იმიტომ, რომ მე ფერია ვარ

  • "ყველაფერში ვალდებული ხარ მასთან, ფინანსებით დაწყებული. უნდა გაართო იმისათვის, რომ არ მოიწყინოს; მოუარო იმიტომ, რომ გოგოა; ნებისმიერ დროს უნდა მოეფერო და მიხედო. შენი, როგორც მამაკაცის მისიაა, სულ მის კმაყოფაზე იარო. არადა, ის გაჩნდა იმისათვის, რომ გაალამაზოს შენი ცხოვრება. ამ დროს ის როგორ იქცევა? მხოლოდ ფერიის ფრთებს აფახუნებს...
7 смертных женских грехов, которые мужчины не в силах терпеть и прощать-ის სურათის შედეგი

მე შენ შეგცვლი: მოგივლი, მოგაწესრიგებ - გახდები ნორმალური ადამიანი

  • ბევრ ქალს ჰგონია, რომ კაცი უნდა შეცვალოს იმიტომ, რომ ის გაუთლელია, სჭირდება მოვლა-პატრონობა. არა, შეჩერდი! სინამდვილეში ასე არ არის. მამაკაცს მოსწონს ის, რომ არ აქვს დიდი გარდერობი, უყვარს თავისი უსაქმური ძმაკაცები, არ უნდა სულაც 5-მეტრიანი შარფით სიარული. საკმარისია, ცოტა გამოიხედე მისკენაც!
დაკავშირებული სურათი
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
პატრიოტი
ახლობელმა გოგონამ მითხრა, ერთ კარგ გოგოს გაგაცნობო(დასაქორწინებელი ვიყავი), და გავიცანი... ორთავე დავპატიჟე ჯერ რესტორანსი და შემდეგ ღამის კლუბში. ამ ახლადგაცნობილმა მანდილოსანმა, ჯერ ხომ ჩემი ინტელექტუალური მონაცემები ამოწმა და ამოწმა და ბოლოს შემეკითხა - ანგარიშზე თანხა რამდენი გაქვსო და ჰოი საოცრებავ - მიიღო უკანალში პანღური. :) უფულოდ არასდროს არ ვყოფილვარ, შეიძლება არც თავზე გადამდიოდა, მაგრამ ქალი, რომ გაცნობის პირველ დღეს მაგას შეგეკითხება, მერე რაღას იზამს? ეს ჩემი ახლობელიც გაგნებული გვიყურებდა ორთავეს. :) მაგრად ვიცინი ამის გახსენებაზე დღეს, უკვე 20 წელი გასულია...
12:51 / 05-11-2019
გამოხმაურება / 1 /
ორთავეს?
ინტელექტით ხომ არ დაგიწუნა? არა ისე ანგარიში 3 წლის მერეც არ მიკითხვს შეყვარებულისთვის და არ ვამართლებ
18:43 / 05-11-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93