ფსიქო

როდესაც გგონიათ, რომ ცხოვრება ნაწილებად გენგრევათ, ეს წაიკითხეთ!

როდესაც გგონიათ, რომ ცხოვრება ნაწილებად გენგრევათ, ეს წაიკითხეთ!

10 რამ, რაც უნდა გახსოვდეთ მაშინ, როდესაც თქვენი გეგმები დაიმსხვრა.

1. ცხოვრება შედგება ბევრი საფეხურისგან

თუ გარდამტეხ მომენტს მიუახლოვდით, მაშინ ფიქრობთ ცხოვრების აზრზე, ყოველ გაკეთებულ არჩევანზე და გიჩნდებათ კითხვა: ახლა რა ქნათ?
ცხოვრება - ეს არის საფეხურები, რომლებსაც მიჰყავხართ რაღაც დიდამდე. მიჰყევით გულისთქმას, დააგროვეთ გამოცდილება.

2. შფოთვა – ეს არის პრობლემა და არა გადაწყვეტილება

ალბათ, იცით მიზიდულობის კანონის შესახებ. თუ მუდმივად რაღაცაზე შფოთავთ და განიცდით, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ ყველაფერს მიიზიდავთ. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით
ნეგატიურზე ფიქრობენ, ვერ გამოვლენ ჩაკეტილი წრიდან. კონცენტრირდით პოზიტიურ სურვილებზე და ხშირად ატრიალეთ ისინი გონებაში. ნახავთ, როგორ მალე შეიცვლება თქვენ ირგვლივ ყველაფერი. სამყარო - ბუმერანგია!

3. იამაყეთ საკუთარი თავით! თქვენ დაიწყეთ ეს გზა გარკვეული მიზეზების გამო

ფიქრებით დაუბრუნდით იმ მთავარ იდეას და იმ მთავარ ოცნებას, რაც გაქვთ. წარმოიდგინეთ, თქვენში რა ცეცხლი ინთება ამ დროს, ამის გამო როგორ მხნედ დგებით ლოგინიდან. დაიჯერეთ და გააცნობიერეთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ, თქვენ იდეას აქცევთ რეალობად. თქვენ ვალდებული ხართ, მიაღწიოთ მიზანს! იმას, რაც ჩაიფიქრეთ.

4. თქვენი ვნება – ეს არის თქვენი მიზანი

ზუსტადაც რომ ვნება გაიძულებთ, თქვათ «კი» ცხოვრებაში და თავი ბედნიერად იგრძნოთ. აკეთეთ ის, რაც გიტაცებთ და დატკბით ცხოვრებით.

5. ერთი დაკეტილი კარი ათ ახალ კარს აღებს

როდესაც თქვენ გაუშვებთ რამე შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, თავს ცუდად გრძნობთ, სინანული გიპყრობთ, მაგრამ დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ სამყარო სხვა, უკეთეს ვერსიას გთავაზობთ? შემდეგში, როდესაც კიდევ მოგეცემათ შანსი, აუცილებლად გამოიყენეთ.


6. რაც უნდა მოხდეს, ვერ ასცდები

მიუხედავად იმისა, თუ რა გზას გადიხართ ახლა, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. მიენდეთ სამყაროს, გჯეროდეთ, გწამდეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

7. არავინ ამბობდა, რომ ადვილი იქნებოდა

ვინმე შეგპირდათ, რომ ეს ყველაფერი ადვილია? ცხოვრება მხოლოდ ბედნიერებისთვის არ შექმნილა, შეცდომები და სირთულეები ნორმალურია.

8. თქვენ მარტო არ ხართ

ახლა შეიძლება ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გვერდში დაგიდგნენ. ნუ გეშინიათ, რომ მიმართოთ დახმარებისთვის მათ. ითხოვო დახმარება, ეს ადვილია, ეს ნორმალურია.


9. ნუ გეშინიათ გაშვების

გაუშვათ ვინმე თქვენი ცხოვრებიდან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა. პირველ რიგში, ხელს ამაში გვიშლის ჩვენი ეგო. ჩვენ მივეჩვიეთ ამ ადამიანებს, თუმცა უკვე ვერ იზრდებით, რაღაც გხევთ უკან. ან უბრალოდ თქვენი გზები იყოფა.

10. არასდროს დანებდეთ!

ყოველი დღეს ახალი შესაძლებლობაა. ისწავლო, შეიმეცნო საკუთარი თავი. ჩვენ ამ სამყაროში მოვედით, რათა განვვითარდეთ.
და თქვენ თავად ხართ თქვენი სამყაროს შემქმნელი!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93