ფსიქო

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სულია დაღლილი და არა სხეული

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სულია დაღლილი და არა სხეული
მიაქციეთ ყურადღება, თქვენს სულს სჭირდება ზრუნვა!

სხეულის დაზიანება შესამჩნევია მაშინვე, მაგრამ სულზე ასე არ ხდება. როგორ მივხვდეთ, რომ სულს უჭირს?


1. მუდმივი შფოთვა

გეღვიძებათ, უმიზეზო შიშს განცდით. მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მოუხედავად იმისა, რომ რთული დღე არ იყო, გიჭირთ ყველაფერზე კონცენტრირება. გაქვთ განცდა, რომ რაღაცას ვერ აკეთებთ, ყველაფერს აკეთებთ ავტომატურად.

2. გაურკვეველი პრობლემები, რომლებიც ჯანმრთელობას ახლავს

როდესაც თავს გრძნობთ ცუდად, ხოლო ექიმებმა არ იციან ავადმყოფობის მიზეზი, ანალიზები ყველაფერი წ
ესრიგშია ანდა ვერ სვამენ დიაგნოზს, ეს არის ძლიერი სულიერი ან ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი, რომელიც უკვე ფიზიკურ დაღლილობაში გადმოდის. დაძაბულობა, ხშირი თავის ტკივილები, შაკიკი, ნერვული აფეთქებები.


3. აკვიატებული განცდები წარსულის შესახებ

პერიოდულად გააანალიზო წარსული, ნორმალურია, მაგრამ თუ თქვენ ხშირად გამოგიჭერიათ საკუთარი თავი, რომ რაღაცაზე ხართ ჩაციკლული, განსაკუთრებით, შეცდომებზე, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ემოციურად რაღაც ვერ არის კარგად, რაღაც გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ რადიკალურად შეცვლით ცხოვრებას. 

4. განწყობის მკვეთრი ცვლილებები

განწყობის ხშირი ცვლილების გარდა, გაქვთ ისეთი განცდა, თითქოს თქვენი ცხოვრება გამოვიდა კონტროლიდან, ამან კი შეიძლება მიგიყვანოთ გაღიზიანებამდე, არ იყოთ არსებული მდგომარეობით კმაყოფილი. ხანდახან პასუხიც არ გაქვთ, ახსნა, თუ რატომ ხართ ასე. ეს სერიოზული პრობლემაა. ხანდახან სასურველია ფსიქოლოგის ჩარევაც.


5. რამდენიც უნდა გამოიძინოთ. თავს არ გრძნობთ დასვენებულად

ფიზიკური დაღლილობისთვის ძალიან კარგი რჩევაა დასვენება, მაგრამ როდესაც საქმე სულიერ გადაღლას ეხება, გამოძინება არ შველის და ხშირად, ამ მდგომარეობამ შეიძლება უძილობამდე მიგიყვანოთ.

რა გავაკეთოთ, თუ ყველა ნიშანი ემთხვევა?

რა თქმა უნდა, ყველა ეს სიმპტომი არ არის დიაგნოზი. ესაა ზოგადი გაფრთხილება, მიაქციოთ ყურადღება. სასურველია ფსქოლოგთან კონსულტაცია. ასევე, მკურნალ ექიმებთანაც. საუკეთესო რჩევაა სულიერ გადაღლილობასთან საბრძოლველად, შეცვალოთ ცხოვრების სტილი, გაამთელოთ, აღადგინოთ ემოციური ბალანსი; გაანეიტრალოთ სტრესის საწყისი. გადახედეთ თქვენს კვების რეჟიმს. მონახეთ სამსახური, რომელიც ნაკლებად დაგსტრესავთ. ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეცვალეთ სანაცნობო წრე, მოიფიქრეთ საინტერესო გასართობი ჰობი. გახსოვდეთ, რომ სულსაც ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც სხეულს.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93