ეს არის ის, რაც დაგეხმარებათ მარტოხელა, მოწყენილი და არამიმზიდველი ქალისგან შექმნათ ქალღმერთი!
თუ თქვენ ეძებთ საშუალებას, როგორ მოინადიროთ მამაკაცის გული, მაშინ მე თქვენთვის საინტერესო რჩევები მაქვს. მე მას - ქალღმერთის ფორმულას ვეძახი!
ქალღმერთობის ფორმულა — ეს არის ის, რაც მარტოხელა ქალს ეხმარება გადაიქცეს სასურველ, სანატრელ ქალად და ამისთვის, რაც მას სჭირდება, ეს არის ყურადღებით გაეცნოს ტექსტს.
შეუდარებელი ურთიერთობა
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანსაღ და ბედნიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია თავად სწორი ურთიერთობა. ამისთვის კი უნდა გახდეთ ქალი, რომელიც აიძულებს მამაკაცს, არ იფიქროს, რომ მის ცხოვრებაში «კიდევ ერთი ქალი» კი არ გამოჩნდა, არამედ ისაა მთავარი.
თუ გსურთ, მან დაგინახოთ იდეალურ თანამგზავრად, დაიწყოს თქვენზე ზრუნვა, ისწავლეთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც მისთვის იქნება სიამოვნება. დააკვირდით, რა თემები აინტერესებს. დააკვირდით, ლაპარაკის დროს რაზე ენთება თვალები, როდის მოგყვებათ სიამოვნებით. საუბარი კი უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი, ამავე დროს, საინტერესო.
ნდობა
წარმოიდგინეთ, ის გირეკავთ დილას, შუადღეს, საღამოს, ხოლო როდესაც არ რეკავს, მაშინ გწერთ. ის მუდმივად გეკითხებათ, რას საქმიანობთ, სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ იქ, სადაც ახლა მიდიხართ, - ცოტა გამაღიზიანებელია, ხომ? ეს უკვე არაა ჯანსაღი დამოკიდებულება. ხვდებით? თუ ეს გაღიზიანებთ, თქვენი ასეთი ქცევა მას რამდენად მოეწონება? ასეთი დაკითხვით და მუდმივი კონტროლით მის გულს ნადვილად ვერ მოიგებთ.
შეუდარებელი ცხოვრების სტილი
ხშირად გსმენიათ ალბათ მეგობრებისაგან, რომ ისინი ყველაფერს დებენ ურთიერთობაში, ხოლო მათი მეორე ნახევრები ამას საერთოდ არ აფასებენ. ყველაფერი ჩადოთ და მიუძღვნათ საკუთარი თავი მას, ეს, რა თქმა უნდა, საყვარლობაა, მაგრამ თქვენ მის თვალში ნაკლებად მიმზიდველი ხართ. აუცილებლად ნახეთ, იპოვეთ საქმე და თქვენი თავი იქ ჩადეთ. მამაკაცებს რეალიზებული ქალები მოსწონთ!
თათა შენგელია
წყარო