ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რა აღიზიანებთ ქართველ მამაკაცებს ქალებთან მიმართებაში.
1. ლოდინი
საერთოდ, მამაკაცებს აღიზიანებთ, როცა დიდხანს ალოდინებენ. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ ქალები დიდ დროს უთმობენ გამოპრანჭვას და პაემანზე ხშირად აგვიანებენ.
2. დაბალი თვითშეფასება
დაბალი თვითშეფასება საუბრის მანერითაც შეგიძლია ამოიცნო. საუბრის დროს ადამიანები თავდაჯერებულობის ნაკლებობას და დაბალ თვითშეფასებას ავლენენ. დაბალი თვითშეფასება ადრე თუ გვიან გარშემომყოფთათვის შესამჩნევი ხდება. უპირველესად, უნდა იცოდეთ, რომ არათავდაჯერებულ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ქება გამოააშკარავებს. მამაკაცებს თავდაჯერებული ქალები მოსწონთ, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი.
3. იუმორის გრძნობის ნაკლებობა
მამაკაცები იძაბებიან, როცა პარტნიორს მათ ხუმრობებზე არ ეცინებათ. ზოგჯერ ისინი ზედმეტი სერიოზულობით უდგებიან ისეთ საკითხებს, რისი გაგებაც იუმორის გრძნობითაა შესაძლებელი.
4. ჭარბი კოსმეტიკა
ყოველდღიურად ქალების უმეტესობა ხშირად ატარებს მძიმე მაკიაჟს. ეს სილამაზესთან სულაც არაა დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, როგორ დაიძაბება მამაკაცი, როდესაც ჩაგეხუტებათ და მის ქათქათა პერანგზე თქვენი ტონალური ან წითელი პომადის კვალი აისახება.
5. უაზრო ეჭვიანობა
წყვილებს შორის ხშირია ეჭვიანობის მომენტები. მამაკაცისთვის ძალიან შემაწუხებელია, როდესაც პარტნიორი მუდამ აკონტროლებს და ყურადღებას ითხოვს. სკანდალს უწყობს მაშინაც, თუ ის მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად მიდის. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშის გამო ქალები ხშირად აგრესიულნი ხდებიან.
გიორგი გაბუნია