გამოუთქმელი სიყვარული მაინც მოძებნის გზას, გაგაგებინოთ ამის შესახებ.
1. ის აღფრთოვანებულია თქვენით, თუ რამდენად ღრმა და უნიკალური პიროვნება ხართ
ეს დრო ყველაზე სასიამოვნოა ურთიერთობაში. ქიმიური რეაქციების გამო ტვინში სხვა რამეები ხდება. იმის მაგივრად, რომ მკაცრად შეაფასოს მეორე ადამიანი, უპოვოს ნაკლი, გააკრიტიკოს, ხედავს მასში მხოლოდ საუკეთესოს. ამ დროს მეორე ადამიანში მოსწონთ აბსოლუტურად ყველაფერი. როდესაც კაცს უყვარდება, ის იღებს ქალს თავისი ყველა უარყოფითი თვისებით. მზადაა მიიღოს საყვარელი ქალი ისეთი, როგორიც არის. ცდილობს, ნებისმიერ ფასად დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება მას.
2. თქვენ გრძნობთ ემოციურ სინაზეს
კიდევ ერთი ნიშანი დამწყები სიყვარულისა, არის ემოციურად განაზება. რა თქმა უნდა, მამაკაცებს დიდად არ მოსწონთ ეს განცდა, რადგან ამ დროს ძალიან ემოციურები არიან. ცოტა სასაცილოდ აღიქმება განაზებული, სათუთი კაცები.
როგორ გავიგოთ, რომ ის განიცდის ემოციურ სინაზეს? როდესაც თქვენთანაა, ის ამით ძალიან ბედნიერია? ამავდროულად, ცოტა დასტრესილიც და მარტივად შეიძლება აჰყვეს ნებისმიერ ხუმრობას. შეიძლება დაიწყოს ეჭვიანობა და განცდა იმისა, რომ ადრე თუ გვიან მას მიატოვებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე იზამთ, უბრალოდ მას ემოციური სტრესი აქვს და განიცდის. არ იცის, როგორ გაუკლავდეს ამ განცდებს. ეჭვიანობის განცდა ყველა მამაკაცს არ უჩნდება. ძირითადად, მათ, ვისაც თვითშეფასება საშუალოზე დაბლა აქვთ. ასეთ დროს უჩნდებათ კითხვები, ასეთი უნიკალური გოგო რატომ არის მასთან?
3. თქვენ შორის ფორმულირდება ღრმა კავშირი
ის იწყებს თქვენს ნდობას. ასევე, უფრო ღრმად გიშვებთ საკუთარი თავის გასაცნობად. გაცნობთ საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, გიზიარებთ ბავშვობის ამბებს. ის გიყვებათ, რა მოსწონს, რა იზიდავს. შეიძლება დაგპატიჟოთ ფეხბურთის საყურებლად.
როდესაც მამაკაცი ქალს მოიაზრებს თავის ცხოვრების თანამგზავრად, ის ცდილობს, ნელ-ნელა შეუშვას თავის ყოველდღიურობაში და გაუზიაროს ის, რაც მას უყვარს, მოსწონს.
ასევე, გახსოვდეთ სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები სიყვარულის გამოვლინების: ზრუნვა და პატივისცემა. ის ყველაფერს აკეთებს თქვენთვის. მაშინაც კი, როდესაც არ გითხოვიათ ამის შესახებ, რადგან მას მოსწონს თქვენზე ზრუნვა.
თათა შენგელია
წყარო