ფსიქო

10 ეშმაკობა FBI-ს ყოფილი აგენტისაგან, რომელიც უფრო მომხიბვლელს და სასურველს გაგხდით გარშემომყოფების თვალში

10 ეშმაკობა FBI-ს ყოფილი აგენტისაგან, რომელიც უფრო მომხიბვლელს და სასურველს გაგხდით გარშემომყოფების თვალში

1. თავის დახრა

შეგიმჩნევიათ, რომ ქალები ხშირ შემთხვევაში თავდახრილები დგანან, ხოლო მამაკაცები პირიქით, თავაწეულები არიან, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ უპირატესობას? არაფორმალურ შეხვედრებზე ოდნავ დახრილი თავი გამოხატავს ნდობას.

2. თამაში მიმიკით

როდესაც ორივე წარბს მაღლა სწევთ შეხვედრის დროს, ამით მეორე ადამიანს აგრძნობინებთ თქვენს კეთილგანწყობას და აგრესიის არქონას. ასეთი მიმიკა 2 მეტრის დაშორებიდანაც ჩანს და ტვინი იღებს ადამიანს, როგორც სასიამოვნო პიროვნებას.

აგრესიის ნიშანი: თუ თქვენ ათამაშებთ წარბებს და უბღვერთ მეორე ადამიანს, უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს უშვებთ მის მიმართ.

3.
გაიღიმეთ თვალებით და არა ტუჩებით

ჩვენი ტვინი ძალიან მგრძნობიარეა, გულწრფელი ღიმილის შემთხვევაში ის მაშინვე რეაგირებს. ამ დროს ორგანიზმში იმატებს ენდორფინების გამომუშავება.
თუ ადამიანის ღიმილი გულწრფელია, მისი თვალის ირგვლივ ჩნდება პატარა ნაოჭები, ხოლო ტუჩის კუთხეები ზემოთ იწევა. ასეთი ღიმილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე ადამიანი გულწრფელად მოგწონთ.

აგრესიის ნიშანი: ცივი ღიმილი, რომელსაც თან ახლავს ნეირტალური მზერა და ჩაცინება.

4. გარკვეულ ნიშნებზე აქცენტი და ჩურჩული

თავი რომ ავარიდოთ უსიამოვნო მდუმარებას, გაიმეორეთ მოსაუბრის მიერ ნათქვამი ბოლო ფრაზა. ამით გამოხატავთ მის მიმართ მსუბუქ სიმპათიას.
ჩურჩულის დახმარებით კი თქვენ ახლოს მოუშვებთ იმ ადამიანს, ვისაც ელაპარაკებით, ამას კი ორი მიზანი აქვს: შეიჭრათ მის პირად სივრცეში და შექმნათ სიახლოვის განცდა. ასევე ჩურჩულით ლაპარაკი ნიშნავს რაღაც საიდუმლოს, მნიშვნელოვანის გაზიარებას. ასეთ მომენტში, თქვენ ორში იქმნება უფრო მეტი სიახლოვე.

5. მეტი არანაირი «არაფრის»

არ უთხრათ სიტყვა - «არაფრის» იმ ადამიანს, ვისაც რაღაც საქმეში დაეხმარეთ. ამის ნაცვლად თქვით: «დარწმუნებული ვარ, ჩემს ადილასაც იმავეს იზამდით».
კარი იქნება, თუ პარალელურად მას სთხოვთ, გირჩიოთ რამე ფილმი ან საინტერესო წიგნი. ის იგრძნობს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია.

6. მიეცით ადამიანებს უფლება, შეიქონ საკუთარი თავი

იმის მაგივრად, რომ ვინმეს უთხრათ კომპლიმენტი, ეცადეთ, ისე წაიყვანოთ საუბარი, რომ თავის თავზე ილაპარაკოს მეორე ადამიანმა. დაე, ილაპარაკონ თავიან მიღწევებზე, თქვენ კიდევ უბრალოდ გაიკვირვეთ: - ეს საოცრებაა! ყოჩაღ! როგორ მოახერხე?

აგრესიის ნიშნები: არასდროს შეაქოთ მოსაუბრე, თუ მას არ მოსწონს შექება. ჯობს, აღნიშნოთ მისი მონდომება, ვიდრე აქოთ ის.


7. მიეცით უფლება მოსაუბრეს, გიპოვოთ შეცდომა

აუცილებლად დაუშვით შეცდომა იმ ადამიანთან საუბარში, ვისაც ელაპარაკებით, რათა შეგისწოროთ. ეს განმუხტავს სიტუაციას და მას მისცემს მეტ თავდაჯერებულობას. თქვენ კიდევ დარწმუნდებით, რამდენად ყურადღებით გისმენთ იგი.

8. ყურადღება მიაქციეთ პატარა შფოთვებს

ის, თუ როგორ ჭამ მეორე ადამიანის თანდასწრებით, ბევრ რამეს ამბობს. თუ მეორე ადამიანს ისე უკავია ჭიქა, თითქოს ავლებს საზღვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი სივრცე.

რჩევა: გაუყავით მას თქვენი სადილი.

9. დააკვირდით მოსაუბრის ტუჩებს

თუ ადამიანს ტუჩებთან მიაქვს სხვადასხვა ნივთი: კალამი, ფურცელი, ბლოკნოტის ყდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მორცხვობს. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენ შეეხებით მისთვის არასასურველ თემებს. ის გაურბის ამ თემებზე საუბარს. ასეთ დროს აუცილებელია შეცვალოთ ლაპარაკის თემა.

10. თუ ყველაფერი ცუდადაა, გაიხსენეთ, როგორ ხდება ეს ფილმებში

გაიხსენეთ, რა ხდება ფილმებში, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და ვერ აწყობს დიალოგს. ეცადეთ, ფეხი აუწყოთ მის მდგომარეობას, დაუსვათ კითხვები, იპოვოთ ის ძაფი, რასაც გაჰყვებით და ააწყობთ დიალოგს. 


თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93