ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ნეგატივი შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ხშირად, თქვენ აძლევთ ამის უფლებას მათ.
თქვენ აცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანისთვის, რომ მათი ესმოდეთ. ამიტომ, თქვენ იმ დოზით უთმობთ ყურადღებას, რა დოზითაც თავად ისურვებდით, სხვას დაეთმო თქვენთვის ყურადღება, მაგრამ ეს ტაქტიკა არასდროს ამართლებს.
ადამიანს შეუძლია ილაპარკოს გაუჩერებლივ ისე, რომ თქვენ სიტყვის ჩაკვეხების საშუალებაც არ მოგცეთ. ის დააიგნორებს თქვენ ზრდილობიან მინიშნებებს და საბოლოოდ, ოდესღაც დაასრულებს თავის მონოლოგს. ამასთან შეგუება მოგიწევთ. ის სულ იწუწუნებს, სულ ცუდად იქნება და ეს არასდროს შეიცვლება.
თქვენ არ ხართ ვალდებული უსმინოთ ასეთ ადამიანებს. ეცადეთ საუბრის დასაწყისშივე გააჩეროთ, აუხსენით, რომ სხვა საქმეები გაქვთ. შეიძლება მას სულაც არ ესიამოვნოს, ასე უხეშად რომ მოიშორებთ თავიდან, მაგრამ ხშირად, უბრალოდ აუცილებელია ასე მოქცევა.
სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ვიღაც ისე გაფასებთ, რომ მზადაა დაგითმოთ ყურადღება და საკუთარი დრო. ზოგჯერ, ადამიანს ახსენდებით მაშინ, როდესაც ცუდად არის და იწყებს თავისი ნეგატივის გადმოლაგებას. როგორც კი გააცნობიერებს, რომ თქვენ მუდმივად გვერდით ხართ, თქვენს ექსპლუატაციას დაიწყებს.
თუ არანირი სურვილი და დრო არ გაქვთ, ისწავლეთ საკუთარი სურვილების პირველ პლანზე წამოწევა. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი ცხოვრება გაქვთ.
სანამ გულწრფელად უყვებით ტოქსიკურ ადამიანებს თქვენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ, ისინი გულში მხოლოდ ცუდს გისურვებენ.
ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მათ თქვენი შურთ და არ სჯერათ საკუთრი თავის. ისინი ყველანაირად ეცდებიან თქვენი განწყობა გააფუჭონ, ისეთ სიტყვებს გეტყვიან, რომ გაიძულებენ ეჭვი შეიყანოთ თქვენ მიზნებში და ხელი აგაღებინონ ოცნებებზე.
ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, თავიდან შეიძლება ისე ჟღერდეს, როგორც გულწრფელი შფოთვა, თქვენზე დარდი, თუმცა დროთაგანმავლობაში მიხვდებით, რომ ეს ასე არაა.
თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ნეგატივი, გადაწყვიტეთ, რომ იქნებით იმ ადამიანებთან, ვინც ისეთივე მიზანდასახულია, როგორიც თქვენ. ისინი თქვენ დაგეხმარებიან მოტივაციის ამაღლებაში.
აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ისწავლეთ თქვათ არა, როდესაც ვინე რამეს გთხოვთ.
ასეთი ადამიანები არასდროს არიან თავდაჯერებულები საკუთარ თავში. მათ მუდამ სჭირდებათ ვინმეს წაქეზება, შექება და თუ ამ დროს მათ არავინ აქცევს ყურადღებას, ისინი თქვენზე გაბოროტდებიან. მათი აზრით მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში. ასეთი ადამიანის გულის მოგება ძალიან რთულია და თქვენ მთლიან პოზიტივს თან წაიღებს, რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი ასეთი ეგოცენტრიკებისგან.
თუ ისე მოხდა, რომ თქვენ კონფლიქტის მონაწილე გახდით, ყველანაირად ეცდებით მოაგვაროთ იგი. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება. მათთვის აუცილებელია დრამა, და ისიც მუდამ არ ჰყოფნით.
თუ თავს გახვევიათ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად, არაფრისაგან ქმნიან დრამას, სიმშვიდე არასდროს გეღირსებათ. კონფლიქტები არასდროს დასრულდება. მათ იციან, რომ თქვენ მუდამ ახლოს ხართ და ყველაფერს მოაგვარებთ. ეცადეთ აღარ მოიქცეთ ისე, როგორც იქცევით და თავი აარიდოთ ასეთ ადამიანებს.
თქვენ ცდილობთ მხოლოდ კარგი ადამიანები შემოიკრიბოთ, რადგან თავადაც კარგ ადამიანად ითვლებით. ცუდი თუ ხდება, ამ დროსაც ცდილობთ უარყოფითი გადადოთ მეორე პლანზე და მხოლოდ კარგი დაინახოთ.
მაშინაც კი, როდესაც მეორე ადამიანი საზიზღრობას ჩადის, თქვენ აგრძელებთ მის ნდობას. ელოდებით, რომ ადრე თუ გვიან, ის ადამიანი შეიცვლება, მაგრამ გახსოვდეთ, ეს არასდროს მოხდება.
ნუ მისცემთ ნეგატივს უფლებას, მოწამლოს თქვენი გული, გონება და სული. ასევე, თქვენი ცხოვრება.
თათა შენგელია