ფსიქო

5 საშუალება, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრის (სამოტივაციო "ქარდები")

5 საშუალება, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრის (სამოტივაციო "ქარდები")

არაფერი გააკეთო

ხშირად მეტი შედეგის მისაღებად საკუთარ თავს მეტის გაკეთებას ვაიძულებთ. არადა, ჩვენი გონება დამოკიდებულია დასვენებაზე - იმ დროზე, როცა ის გათიშულია და არაფერს აკეთებს. ეს არა მხოლოდ ძალების აღდგენისთვის, ყოველდღიურად მიღებული უამრავი ინფორმაციის გადამუშავებისთვის არის საჭირო. არაფრის ან ცოტას კეთების პერიოდები ტვინის ნერვული გზების გაძლიერებისთვის, მეხსიერების კონსოლიდაციისთვის ან/და აღქმული ინფორმაციის გააზრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც უნდა გააკეთო - წამოწოლილი ჭერს მიაჩერდები თუ ფანჯრიდან გაიხედავ - ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ არაფრის კეთება იოლი იქნება. დიდი
ნებისყოფა სჭირდება იმას, რომ არ ნახო ტელეფონზე მოსული შეტყობინებები, არ დაალაგო სახლი ან/და უგულებელყო გასაკეთებელ საქმეთა სია, მაგრამ დღეში სულ რამდენიმე წუთით არაფრის კეთება ყურადღების უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარება.

წარმოგიდგენთ სამოტივაციო "ქარდებს" ლაურა მილნეს წიგნიდან - „როგორ დავისვენოთ“, რომლის შეძენასაც  „ბიბლუსის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში შეძლებთ.






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93