არაფერი გააკეთო
ხშირად მეტი შედეგის მისაღებად საკუთარ თავს მეტის გაკეთებას ვაიძულებთ. არადა, ჩვენი გონება დამოკიდებულია დასვენებაზე - იმ დროზე, როცა ის გათიშულია და არაფერს აკეთებს. ეს არა მხოლოდ ძალების აღდგენისთვის, ყოველდღიურად მიღებული უამრავი ინფორმაციის გადამუშავებისთვის არის საჭირო. არაფრის ან ცოტას კეთების პერიოდები ტვინის ნერვული გზების გაძლიერებისთვის, მეხსიერების კონსოლიდაციისთვის ან/და აღქმული ინფორმაციის გააზრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რაც უნდა გააკეთო - წამოწოლილი ჭერს მიაჩერდები თუ ფანჯრიდან გაიხედავ - ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ არაფრის კეთება იოლი იქნება. დიდი ნებისყოფა სჭირდება იმას, რომ არ ნახო ტელეფონზე მოსული შეტყობინებები, არ დაალაგო სახლი ან/და უგულებელყო გასაკეთებელ საქმეთა სია, მაგრამ დღეში სულ რამდენიმე წუთით არაფრის კეთება ყურადღების უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარება.
წარმოგიდგენთ სამოტივაციო "ქარდებს" ლაურა მილნეს წიგნიდან - „როგორ დავისვენოთ“, რომლის შეძენასაც „ბიბლუსის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში შეძლებთ.