«არ აქვს მნიშვნელობა, შენი ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი. მთავარია, რომ შენ გაქვს წყალი».
ნდობა
მიენდე სიტუაციას. რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს აქვს მიზეზი.
თუ მოხდა რაღაც, რაც თქვენს მოლოდინს არ შეეფერება, არ ჩაიციკლოთ ამაზე. ყველაფერი სიტუაციის ბრალია და არა თქვენი.
შეეგუეთ, მაგრამ არ დანებდეთ. მიენდეთ ინტუიციას, დანარჩენს კი სამყარო მოგიგვარებთ.
გჯეროდეთ, რომ უმაღლესი ძალა დაგეხმარებათ, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ დახმარება. გაიღიმეთ და ცხოვრებას ოპტიმისტურად შეხედეთ.
მადლიერება
მადლიერი იყავით მცირედით. თუნდაც მზიანი ამინდის, სუფთა ჰაერის, ცაში ჩიტების; იყავით მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, რომ თქვენ გაქვთ ის, რაც გაქვთ და შეწყვიტეთ წუწუნი, ტირილი იმაზე, რაც არ გაბადიათ.
შეხედეთ ცხოვრებას სხვანაირად, როგორც იშვიათ დიდ საჩუქარს და არა ისე, როგორც ტანჯვას, რომელიც უნდა აიტანოთ.
ეს შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზუსტად ეს არის საჭირო და მნიშვნელოვანი. იყავით იმ ადამიანების მადლიერი, რომლებსაც უყვარხართ. დატკბით ყოველი მოცემული წამით და ბოლომდე შეირგეთ აწმყო. და ყველაზე მთავარი, ისწავლეთ პატიება.
უბრალოდ ყოფიერება
«ვაზროვნებ, შესაბამისად, ვარსებობ» - ამბობდა რენე დეკარტი.
იფიქრეთ, იაზროვნეთ და იარსებეთ. გააანალიზეთ თქვენი წარსული და წარმოიდგინეთ უკეთესი მომავალი, მაგრამ არ ჩაიციკლოთ ამ ოცნებაზე. ყველაფერი ან მოხდება ისე, როგორც არის, ან არ მოხდება. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება არ არის ლოგიკა. იცხოვრეთ აწმყო დროში. მიიღეთ არსებული და იყავით მადლიერი.
თათა შენგელია
წყარო