მარტო ყოფნა მშვენიერია: 12 მეთოდი საკუთარი თავის გასაბედნიერებლად - Marao

მარტო ყოფნა მშვენიერია: 12 მეთოდი საკუთარი თავის გასაბედნიერებლად

2020-01-08 13:07:04+04:00


თანამედროვე საზოგადოებაში რატომღაც მიღებულია, რომ ქალი ვინმესთან ერთად უნდა იყოს, თუმცა გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ პარტნიორის არყოლა არ ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს კატების გარემოცვაში დარჩები. სამყაროში იმდენი რამ არის, რისი გაკეთებაც მარტოს შეგიძლია და არავინ შეგიშლის ამაში ხელს!

Image result for feeling happy gif

ვახშამი რესტორანში

  • გახსოვს, ალბათ, ის შეგრძნება, რა ცუდია, როცა ვინმეს ეპატიჟები ან გეპატიჟება მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ვახშმობა არ უნდა და იცი, რომ ოდნავადაც არ გიყვარს/უყვარხარ. ასე სულაც არ უნდა მოიქცე. ყველანაირი უფლება გაქვს, მარტომაც მშვენივრად ივახშმო; შეუკვეთო ის, რაც გესიამოვნება და მიირთვა, რამდენიც გაგიხარდება.
Related image

უყურებ იმას, რაც მოგესურვება

  • და არა იმ ფილმს ან გადაცემას, რომელიც ერთობლივად შეარჩიეთ.
Image result for watching tv gif

შოპინგი

  • არ მოგიწევს დროზე ფიქრი იმის გამო, რომ შენს პარტნიორს სულაც არ სიამოვნებს შოპინგი და დაგყვება ვალდებულების მიზნით; ამავდროულად, მოიწყინა. იშოპინგე თამამად და თავისუფლად.
Image result for shopping gif

გაეშურე სპა-პროცედურებზე მთელი დღით

  • კიდევ ერთი გასართობი, რომლის გამოც პარტნიორის დატოვება მოგიწევს ცოტა ხნით. სპა-პროცედურა ყველა გოგოს საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა, რომელიც გვინდა, მთელი დღე გაგრძელდეს. პარტნიორის არყოლის შემთხვევაში დროში, საბედნიეროდ, არავინ შეგზღუდავთ და გეცოდინებათ, რომ არსად გეჩქარებათ.
Related image

ბარში ვახშამი და ბარმენთან საუბარი

  • დაქალთან ერთად კარგია, თუმცა ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან საუბარიც ერთი სიამოვნებაა. თან, რა იცი, რა ხდება და რა მოჰყვება უბრალო, უწყინარ დიალოგს...
Related image

დილის გარბენი

  • ყურებში - საყვარელი მუსიკა, გარშემო - მშვენიერი დილა, სრული იდილია!
Related image

საინტერესო გამოფენაზე წასვლა

  • კომფორტულია, როცა არავისზე ორიენტირება არ გიწევს და პარტნიორის დაღლილ სახეს არ უყურებ!
Related image

ნებისმიერი ტიპის სელფს გადაიღებ

  • ნახევარი საათი შენი მოსაწონი სურათის გადასაღებად? მარტივია!
Image result for selfie gif

მოგზაურობა

  • მეტი აღარ მოგიწევს კომპრომისებზე წასვლა იმის გამო, რომ ზღვა უფრო გესიამოვნება თუ მთა? დასასვენებელი ადგილის შერჩევაში მთელი დღეების კარგვაც აღარ არის საჭირო, რომელიც არ არის იდეალური ორივესთვის და მხოლოდ და მხოლოდ დათმობის შედეგია.
Related image

ჩხუბი

  • ხეები! ბალახი! ჰაერი! დაქალი, დიდი ალბათობით, ყოფილზე წუწუნს დაიწყებს; პარტნიორი ვეღარ გაჩერდება ერთ ადგილას და ერთი სული ექნება, როდის მიხვალთ სახლში. როცა საკუთარ თავს ეკუთვნი, ყველაფერი მარტივად გვარდება და ჩხუბსაც აირიდებ თავიდან.
Related image

მთელი ყუთი ტკბილეულის ჭამა

  • არავისთან გაყოფა არ მოგიწევს და ბოლო ლუკმის დატოვება პარტნიორისთვისაც არ არის აუცილებელი.
Related image

ერთდროულად სამი ნიღაბი გაიკეთო

  • როცა აბაზანა სრულად შენს განკარგულებაშია, ფანტაზიების და დროის შეზღუდვა არ მოგიწევს.
Related image

წყარო