გულწრფელად რომ ვთქვათ, ალბათ, თქვენი ცხოვრების მანძილზე დარდსა და შფოთვაში უფრო მეტი დრო გაქვთ გატარებული, ვიდრე სიმშვიდის შენარჩუნებაში.
არსებობს რაღაცები, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს. საჭიროა დროული რეაგირება, თუმცა, რასაც არ ეშველება, იმაზე რატომ ვიდარდოთ?
1. ვალები
არა აქვს არანაირი აზრი, იდარდო ვალზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ უპასუხისმგებლო ადამიანი და არაფერი არ უნდა გადაიხადოთ. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ ფულის არქონაზე, იფიქრეთ, როგორ გამოიმუშავოთ ახალი სტრატეგია. არ იდარდოთ, არამედ იმოქმედეთ.
2. სხვისი აზრი
ყოველ ჩვენგანს აქვს საკუთარი აზრი სხვებზე, ისევე, როგორც მათ აქვთ ჩვენზე რაღაც წარმოდგენა და აზრი, ვინ ხართ და როგორ გამოიყურებით. და ეს ყველაფერი დაფუძნებულია იმაზე, თუ რა იციან მათ თქვენზე. რამდენად გაღელვებთ მათი აზრი? ან რა რესურსი ჩადეთ, რომ მათ ეს აზრი, თუ ის უარყოფითია, შეცვლოდათ? რას აკეთებთ საიმისოდ, რომ მოსწონდეთ სხვებს? გახსოვდეთ, რამდენადაც ხშირად გაითვალისწინებთ სხვის აზრს, იმდენად დიდია რისკი, დაკარგოთ საკუთარი თავი და ავთენტურობა. თქვენ ხართ თავდაჯერებული და შემდგარი პიროვნება, რომელმაც უნდა გააკეთოს ის, რაც მას მოსწონს და ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ.
3. წარსული
ყველას დააქვს დიდი ტვირთი, ეს ჩვენი წარსულია, მაგრამ თქვენ არ ხართ მარტო. ნორმალური ცხოვრება ამ წარსულის ტვირთის ზიდვაში გვეხმარება. განსაკუთრებით, მაშინ, თუ გარს გვახვევია გამგები და მოსიყვარულე ადამიანები. რეალობა კი ასეთია. წარსულში ყველას გვქონია სირთულეები, დაგვიშვია რაღაც შეცდომები. არ არის არანაირი საჭიროება, გავექცეთ ამას ან გვრცხვენოდეს დაშვებული შეცდომების.
4. როგორ გამოვიმუშავოთ უფრო მეტი ფული
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდიან ცხოვრების გზაზე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გამდიდრდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული აქვთ; მთავარი მიზანი მათთვის არის, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
ფული ვერ გაგაბედნიერებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც კი დანაზოგი გაქვთ, ქარს გაატანოთ. უბრალოდ ეცადეთ, იშვიათად იფიქროთ ფულსა და დაგროვებაზე, გაიჩინოთ ჰობი, იმოგზაუროთ.
5. სხვა ადამიანების ცხოვრება
სხვა ადამიანებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელია, მაგრამ თქვენი ემოციები და თავი არ უნდა გადადოთ ვინმეს გამო. არ უნდა განიცდიდეთ სხვის გამო, ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ და ადრე თუ გვიან, თქვენც ცუდად იქნებით სხვისი პრობლემების გადამკიდე. თვენი ცხოვრება არ შეიცვლება სხვისი ცხოვრების მოგვარების გადამკიდე.
თათა შენგელია
წყარო