ხომ გახსოვთ, რომ სიტყვა ხშირად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ გვგონია, გვესმის. ქვემოთ მოყვანილი ფრაზები, ერთი შეხედვით, ძალიან უმნიშვნელოდ ჟღერს, თუმცა ასე არაა...
1. «უშენოდ მე არავინ ვარ»
ეს სერიოზული ნიშანია, რომ ის ადამიანი თქვენზეა დამოკიდებული. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვებს გეუბნებათ, გრძნობს, რომ უთქვენოდ მისი ცხოვრება იქნებოდა არარაობა. ეს ნიშნავს, რომ ის იმაზე მეტად არის თქვენზე დამოკიდებული, ვიდრე სასურველია. ის თვლის, რომ თქვენ გარეშე ვერ იფუნქციონირებდა. საკუთარი ცხოვრების აზრად მეორე ადამიანის გადაქცევა ტოქსიკურ ხასიათს ატარებს. ადრე თუ გვიან ამას იმედგაცრუებამდე მივყავართ.
2. «შენ – ერთადერთი ხარ, ვინც მე მაბედნიერებს»
კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი დამოკიდებულობისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორი საკუთარ თავში ვერ პოულობს ბედნიერებას და მას ამისთვის მეორე ადამიანი სჭირდება. ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ვინმე შევავსოთ. ბედნიერება შიგნიდან მოდის და თუ ამას ვერ გრძნობთ, ნუ ეცდებით, ის სხვა ადამიანში ნახოთ.
3. «მე არასაკმარისად კარგი ვარ შენთვის»
ეს ფრაზა ადამიანს აიძულებს, რომ იფიქროს, ის ვერ აფასებს ჯეროვნად თავის პარტნიორს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ საიმისოდ, რომ ასე ეფიქრა. თუ დიდი წარმოდგენა გაქვთ სხვაზე, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად შეგეცვლებათ. ასე რომ, ჯობს თავიდანვე ჯანსაღი ხედვა გქონდეთ.
4. «შენ ძალიან კარგი ხარ ისეთი, როგორიც ხარ»
რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან, მაგრამ პარალელურად ამისა, თქვენ უნდა გქონდეთ იმისი საშუალება, რომ შეიცვალოთ ისე, როგორც გსურთ. ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიახლეს და მუდამ ვპოულობთ ჩვენში რაღაც ახალს.
თუ თქვენი პარტნიორი ჩაციკლულია ადამიანზე, რომელიც გაგიცნოთ პირველ შეხვედრაზე და ხელს გიშლით, არ გაძლევთ უფლებას, გაიზარდოთ, ესე იგი, თქვენს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემაა.
5. «შენ ბევრად ჯობიხარ ჩემს ყოფილს»
არ შეიძლება შეადარო საყვარელი ადამიანი წინამორბედს. ყველას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ბრძოლა. დიდი შეცდომაა თუნდაც იმიტომ, რომ მას ასიამოვნოთ, შეადაროთ ვინმეს თქვენი პარტნიორი. ვერ იცხოვრებთ აწმყოთი, თუ ვიღაცას ადარებთ ძველი ურთიერთობიდან.
6. «შენ რომ მე გიყვარდე…»
ჩვენს პარტნიორებს არა აქვთ უფლება, გვაიძულონ ისეთი რამის გაკეთება, რისი გაკეთებაც არ გვსურს. თუ თქვენ წააწყდით მსგავს ულტიმატუმს, გაიქეცით მისგან რაც შეიძლება შორს. სიყვარული და ურთიერთობა არ შენდება პირობებზე და თუ თქვენ ამბობთ «არას», რითაც იცავთ თქვენ საზღვრებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გიყვართ.
7. «მე მინდა მთელი დროის შენ გვერდით გატარება»
ყველა ადამიანს სჭირდება დრო, რომელსაც თავის თავთან ატარებს. არაფერია ცუდი იმაში, რომ წყვილმა მარტო გაატაროს დრო, თავიანთ მეგობრებთან ერთმანეთის გარეშე. თუ თქვენი პარტნიორი იმდენად არის თქვენზე დამოკიდებული, რომ არცერთი წუთი არ გტოვებთ, დაფიქრდით, რამის შეცვლის დრო ხომ არ არის?
თათა შენგელია
წყარო