ფსიქო

თავდაჯერებული ადამიანების 5 თვისება, რომელიც მათ ეხმარება მიიღონ ის, რაც სურთ

თავდაჯერებული ადამიანების 5 თვისება, რომელიც მათ ეხმარება მიიღონ ის, რაც სურთ

იცხოვრეთ იმ ცხოვრებით, რომელზეც მუდამ ოცნებობდით!
ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რა სურთ, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ სურვილებს, არიან თავდაჯერებულები. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ილტვის მეტისკენ.

1. მათ იციან თავიანთი შესაძლებლობები

იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც გსურს, თავდაპირველად ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა.
აბა, სხვანირად როგორ უნდა იყოთ საკუთარ აზრზე, თუ არ იცით, რაში მდგომარეობს მისი არსი?
წარმოიდგინეთ, რომ შეხვედით კაფეში. თავი
დანვე იცოდით, რომ გინდოდათ ცივი მაკიატო კარამელით. რატომ? იმიტომ, რომ ის არის თქვენი საყვარელი სასმელი. და ამ დროს თქვენ გისხამენ ცხელ მაკიატოს. რას გააკეთებთ თქვენ? აიღებთ ყავას და გააგრძელებთ გზას? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცივი მაკიატო გსურდათ? ვეჭვობ, ალბათ, თქვენ ყავის შეცვლას მოითხოვთ, რადგან იცით, რა გსურთ.
იგივე პრინციპია სამსახურზე და პირად ურთიერთობაშიც. თუ თქვენ იცით, რომ ხართ უბედური, ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ ხართ უბედური, რას ურჩევდით სხვას მსგავს სიტუაციაში? მას მერე, რაც ზუსტად გეცოდინებათ, რა გსურთ, უფრო ადვილია, მიიღოთ ის.

2. მათ სჯერათ საკუთარი თავის

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც მუდამ იღებს იმას, რაც სურს.
ბევრი ჩვენგანი სულის სიღრმეში ფიქრობს, რომ არ არის იმის ღირსი, რაზეც ოცნებობს. - აი, ამიტომაა, რომ ის ამას ვერ იღებს.
ახლა წარმოიდგინეთ, რა გსურთ და როგორ ითხოვთ მას. დაფიქრდით, რას გრძნობთ ამ დროს? კარგად ხართ? თავს ბედნიერად გრძნობთ? დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ იმსახურებთ იმას, რაც ასე ძალიან გინდათ.

3. ისინი პატიოსნები არიან როგორც საკუთარი თავის წინაშე, ასევე სხვების წინაშეც

იმისთვის, რომ გახდე ადამიანი, რომელიც იღებს იმას, რაც სურს, აუცილებელია, მაქსიმალურად პატიოსანი იყო როგორც საკუთარი თავის წინაშე, ასევე სხვებთანაც. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ თუ გსურს მიიღო ყველაფერი, ვისთანაც აწარმოებ საქმეს, უნდა იყო გულწრფელი. საერთოდაც, რაც უფრო გულწრფელი ხარ გარშემომყოფებთან, მით უფრო ადვილია ცხოვრება.

4. გახსნილობა

ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ის, რაც მათ სურთ, არიან ღია ყველაფერი ახლისთვის და განსაკუთრებით იმისთვის აქვთ მზაობა, რაც ასე ძალიან სურთ. თუ თქვენს მეგობარს სურს, გაერთოს ღამით და მოიაროს ქალაქის ბარები, ხოლო თქვენ კიდევ არ გაქვთ ამისი სურვილი, იყავით გულწრფელი და უთხარით ამის შესახებ პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
ყოველთვის შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა, თუმცა ვერასდროს მიაღწევთ, თუ არ ხართ ღია დიალოგისთვის და გულწრფელობისთვის.

5. მოწესრიგებულები

კიდევ ერთი: თუ გსურთ, სხვა ადამიანებისაგან მიიღოთ სასურველი, ისწავლეთ,   სთხოვოთ ეს გარკვევით, მშვიდად და ზრდილობიანად. თუ თქვენს მეგობარს უნდა გართობა, თქვენ კიდევ - სახლში ყოფნა, როგორ ფიქრობთ, რომელი ვერსია გაიმარჯვებს? ამ ყველაფერს მშვიდად სთხოვთ, რომ თქვენ გამო ასე გააკეთოს თუ  კატეგორიული ტონით რომ მოსთხოვოთ? 


თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93