ყველაზე ძლიერი ადამიანიც კი იღლება იმით, რომ ძლიერია, რადგან ეს ძალა მას არ ჰქონია დაბადებიდან. მან ეს ყველაფერი ისწავლა თავისი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია.
ისინი იღლებიან იმით, რომ სხვები მუდამ მათ იმედზე არიან, როდესაც ამ დროს თავად არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. მათ ისიც კი არ შეუძლიათ, უარი თქვან ასეთ მდგომარეობაშიც კი სხვების დახმარებაზე, რაც მათ ფიტავს, უარესად ღლით. ისინი ვერც წუწუნებენ, რადგან საკმარისია ცოტა მოწყენილი და დაღლილი გამომეტყველება და ყველას უკვირს - შენ? ნუთუ? შენ ეს არ გეკადრება!
ყველაზე ძლიერ ადამიანსაც სჭირდება სიყვარული და სურვილი, ვინმეზე იყოს მინდობილი. არავის უყვარს განცდა, თავს გრძნობდეს მარტოსულად. ხანდახან ძლიერ ადამიანებს სულაც არ სურთ, რომ იყვნენ გმირები და ისინიც ეძებენ მათ, ვისაც თავად დაეყრდნობიან, დაისვენებენ, სხვას გადასცემენ საჭეს, პასუხისმგებლობას. მათ სჭირდებათ ენერგიის შევსება, ახალი ემოციები და სანდო პარტნიორი, ვისაც შესჩივლებენ, როცა თავს მარტოსულად იგრძნობენ.
თათა შენგელია
წყარო