ცდილობთ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას და ეძებთ მიზეზს ამის გასაკეთებლად?
1 - შენი სხეული იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა
იცოდით, რომ ტოქსიკურმა ურთიერთობამ სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს სხეულსა და ჯანმრთელობაზე?
ზოგჯერ ეს ხშირ თავის ტკივილში, მუცლის ტკივილში ან სულაც მუდმივი დაღლილობის განცდაში გამოიხატება.
მძიმე ურთიერთობის შედეგად გამოწვეული სტრესი იმდენად საზიანოა ჩვენთვის, რომ გაუცნობიერებლადაც კი გვმართავს. მაშინაც კი, როცა ჩვენს პარტნიორთან არ ვართ.
წარმოიდგინეთ, რომ დილით გაიღვიძეთ ღიმილიანმა, ორგანიზმი გაგეწმინდათ ყოველგვარი სიმძიმისგან, დილის საუზმე უკვე თქვენს ხელთაა და სამყაროს დასაპყრობად ხართ მზად. ხომ მშვენიერია?
2 - შენი გონება ნელ-ნელა განიკურნება
შფოთვა - ის, რაც მოსვენებას არ გვაძლევს და ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ მასთან ერთად ვატარებთ. რატომ უნდა გავიმეტოთ საკუთარი თავი ასე?
თუ შიშს, უიმედობას ებრძვი და გაინტერესებს, ოდესმე იქნები თუ არა უფრო ბედნიერი, მაშინ დროა, იზრუნო შენივე თავზე.
ადამიანები, რომლებიც მუდმივად შფოთავენ, ფიქრობენ იმაზე: რა ხდებოდა, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს.
აკვიატებული აქვთ ბევრი რამ, რაც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. დეპრესიის განცდით მცხოვრებნი კი მუდმივად იმედგაცრუების და შიშის განცდასთან ერთად დადიან.
დროა, დაიჯეროთ, რომ თქვენი ცხოვრება შესაძლებელია განსხვავებული იყოს. აღარ იფიქროთ იმაზე, თუ რა საშინელია თქვენი ცხოვრება, რადგან ყველაფრის საწყისიც ხშირად ეს არის.
3 - შენ შეძლებ შენი თავი დაიბრუნო
მანამდე სარკეში ჩაიხედავთ და იკითხავთ, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ახლა გიყურებთ.
შესაძლოა, ტოქსიკურმა ურთიერთობამ, რომელიც თვეობით ან წლობით გრძელდებოდა, თქვენი ცხოვრების რიტმი შეანელა.
უნდა ირწმუნოთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.
ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები, ძირითადად, ბრაზსა და მწუხარებაში ეფლობიან და საკუთარი თავის მიმართ რწმენა აღარ აქვთ.
წარმოიდგინე, რა საოცარია, როცა ასე აღარ დაიტანჯები. როცა შეძლებ იყო თავდაჯერებულობით აღსავსე ადამიანი, რომელიც სარკეში თამამად იყურება და თავის თავს სცნობს. სარკიდან გიყურებს ადამიანი, რომელიც სიყვარულის, ბედნიერების და ყოველგვარი საოცრების ღირსია.
4 - შენ განაახლებ ურთიერთობებს
ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხშირად აღმოაჩენენ გამქრალ კავშირს მეგობრებთან ან ნაცნობებთან.
ეს ორი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს: 1 - იძულებული ხარ შეწყვიტო კონტაქტი პიროვნებებთან, რომლებიც შენზე ზრუნავენ, იმიტომ, რომ პარტნიორი საფრთხეს გრძნობს მათი მხრიდან. შედეგად მოჰყვება მათთან გაუცხოებაც.
და მეორე ფაქტორი: ვკარგავთ ოჯახს და მეგობრებს იმის გამო, რომ ჩვენსავით „ავადდებიან“. უფრო ზუსტად, ცდილობენ არაფერი შევცვალოთ, ურთიერთობა არ შევწყვიტოთ და გვეჩხუბებიან.
წარმოიდგინე ცხოვრება, რომელიც სავსეა სიყვარულით და ადამიანური ურთიერთობებით.
სადაც ყოველდღე სასიამოვნო სიახლეებთან შეჭიდების განცდით და ღიმილის სურვილით იღვიძებ.
5 - შენ გეძლევა შესაძლებლობა, იპოვო სიყვარული
სადღაც გელოდება ადამიანი, რომელიც კარგად მოგექცევა, გაგრძნობინებს, რომ იმაზე მნიშვნელოვანი ხარ, ვიდრე გგონია; ვინც შეგიყვარებს, ვისთვისაც სიმდიდრე იქნები და ვისთანაც გაბედავ ბედნიერებას.
ურთიერთობა, რომელიც თავს უმწეოდ გაგრძნობინებს, არ მოგცემს საშუალებას, მიაღწიო იმ სიყვარულს, რომელიც ყოველთვის გსურდა. ამიტომ ასეთ დროს თავის დახსნა ერთადერთი ნათელი გამოსავალია.
ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულის არსებობა და არარსებობა პირდაპირ კავშირშია ჩვენივე ემოციებთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები არატოქსიკური ურთიერთობაა. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჩვენი ცხოვრება გადავარჩინოთ.