თუ თქვენი საყვარელი დაქალი გირეკავთ აცრემლებული შუაღამისას, აუცილებელია მასთან საუბარი და ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ დაამშვიდოთ, თუმცა გახსოვდეთ, არსებობს ფრაზები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.
შენ ძლიერი ხარ, შენ ამას გაუმკლავდები!
არ უთხრა ეს სიტყვები შენს მეგობარს, რადგან იმ მომენტში, როდესაც ის გირეკავს, სულაც არ არის ძლიერი. მას პრობლემები აქვს, რომლებისგანაც სურს გაქცევა; უნდა, რომ დაემალოს პრობლემებს. შენ კიდევ ამ დროს სთავაზობ აისხას მეტაფორული აბჯარი და ყვირილით ეტაკოს მტერს. ამ დროს შენი გამხნევება ჟღერს სულ სხვანაირად მისთვის.
კაი ახლა, მეც შემემთხვა მსგავსი და არა უშავს!
არა, ასე არ იყო. შეუძლებელია ზუსტად მსგავსი რამ შეგმთხვეოდა, რადგან შენ შენ ხარ, ის ისაა და სხვაა. ის, რაც სხვისთვის არაფერია, ვიღაცისთვის ძალიან ბევრია.
დაფიქრდი, რა ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღე მოცემული შემთხვევიდან?
იდეალური დროა, ეს კითხვა დაუსვა მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ მისი კომპანია გაკოტრდა, ან მისი შეყვარებული ერთი წლით საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. არა, ნუ ჰკითხავ ასეთ რამეს.
უბრალოდ აიყვანე თავი ხელში!
«უბრალოდ» — პირდაპირ ჯადოსნური სიტყვაა. უბრალოდ ადექი და წადი, გააკეთე! უბრალოდ შეწყვიტე წუწუნი! უბრალოდ აიყვანე თავი ხელში. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი რომ შეეძლოს, შენი დარიგების გარეშეც ხომ გააკეთებდა?
მე ვიცი, როგორც ხარ ახლა
ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე «ოჰ, კაი რაა, მეც მქონდა ასე და არა უშავს!», მაგრამ ამაზეც თავი შეიკავე.
ყველა შენი პრობლემა შენს თავშია!
ამით შენ ეუბნები ადამიანს, რომ ეს პრობლემები თვითონ მოიგონა? გასაგებია, რომ შენ სხვა რამეს გულისხმობ. რომ საქმე პრობლემაში კი არაა, არამედ, როგორ აღიქვამ ამას შენ, მაგრამ მისთვის ეს ჟღერს შემდეგნაირად: «გეყოფა პრობლემების გამოგონება და რაღაც სისულელის გამო ტანჯვა!».
უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო
აბა, დაფიქრდი, რა უარესია? მაგალითად, გააგდეს ადამიანი სამსახურიდან, მაგრამ ამაზე დარდის მაგივრად ბედნიერი უნდა იყოს, რომ არ მოკვდა, ხო?
ბედია, ვერაფერს შეცვლი
მოდი, ვიპოვოთ დამნაშავე. თუ შესაფერისი კანდიდატურა არ გამოჩნდა ცხოვრებაში, ყველაფერი ბედისწერას დავაბრალოთ. ბედისწერას პრეტენზიებს ვერ წავუყენებთ.
დაიკიდე, წამო, დავლიოთ!
სასიამოვნოა, როდესაც გსურს, შენი მეგობარი თავისი პრობლემებიდან სხვა რამეზე გადართო, მაგრამ - „აბა, ახლავე გახდი ბედნიერი და დაიკიდე“, არ არის სწორი მიდგომა.
ყველაფერი კარგად იქნება!
შეიძლება მართლაც ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ შენ ვანგა არ ხარ, ვერც გარანტიას მისცემ სამომავლო ცხოვრებისას. ბოლოს და ბოლოს, მას ახლა უჭირს, არ სჭირდება გაურკვეველი მომავლით დაიმედება.
თათა შენგელია
წყარო