შინაგანი წესები, რომლებიც პასუხისმგებელია თქვენს არასწორ არჩევანზე.
ყველაზე სწრაფი და მარტივად მისაღწევი საშუალება საკუთარი ცხოვრების გასანადგურებლად - ეს არის შეუფერებელ ადამიანთან ურთიერთობა. მინიმალური ძალისხმევითა და პათოლოგიური სირთულეების გარეშე ტანჯვისადმი მიდრეკილებებით ათი წლის შემდეგ თანაცხოვრების შედეგად სახეზე გაქვთ სიყვარულში იმედგაცრუება, კარიერული ამბიციების არქონა, ფინანსური არასტაბილურობა, მშობლის ტვირთის სიმძიმე და ნერვული სისტემის მოშლა.
დაიმახსოვრეთ, რომ თუკი ცხოვრებამ ჯერ კიდევ არ მოგცა შესაფერისი გაკვეთილი: პარტიორის არჩევა - ყველაზე გამორჩეული გასაუბრებაა, სხვა გასაუბრებებთან შედარებით. მისი წარმატებით გავლა იშვიათი იღბლიანი ადამიანებისთვის არის, პლანეტის უმეტესობა კი მას წარუმატებლად გადის, რაც ზოგჯერ ინსტინქტურ დავალებადაც წარმოჩნდება. იმიტომ კი არა, რომ შედარებით სულელი ან გულუბრყვილო ხარ, არამედ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად შედარებით ტრავმირებულად ითვლები.
იმისათვის, რომ მტერი „სახეზე“ ამოიცნოთ, გიზიარებთ ექვს მთავარ მიზეზს, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში გიშლით ხელს. გაითვალისწინეთ და აითვისეთ ბედნიერი ურთიერთობების საბაზისო წესები - ისწავლეთ საკუთარი თავისადმი კარგი მოპყრობა.
შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში
- რა განასხვავებს ემოციურად ტრავმირებულებს მათგან, ვიც მშობლის გადამეტებულ სიყვარულსა და ყურადღებას თავი დააღწია? ეს სულაც არ არის არასწორი კანდიდატებისკენ ლტოლვა, არამედ შესაძლებლობაა, დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა და მიიღოთ გადაწყვეტილება. პირველ რიგში, რთული ბავშვობა აღვიძებს გამუდმებულ, სადღაც ჭაობში გაჭედვის შეგრძნებას. გვინდა ვუყვარდეთ და შესაბამისად, არ ვუშვებთ პირველივე შანსს ხელიდან, უკეთესს კი აღარ ველოდებით.
საკუთარი თავისადმი უსიყვარულობა
- მიზეზი ზემოთ ნახსენები ჭაობში გაჭედვის, მარტივია: ჩვენ არასაკმარისად გვიყვარს საკუთარი თავი, ან უბრალოდ საერთოდ არ გვიყვარს. ამიტომ, როცა ვიღაც გვიბურღავს ტვინს, გვაწყენინებს საქმით ან სიტყვით, ჩვენს სისხლს წოვს, გულახდილად დაგვცინის და გვამცირებს, გვატყუებს, გვპირდება და არ ასრულებს, აიგნორებს ჩვენს გრძნობებს, იფიცება, რომ მეორედ ამას აღარ გააკეთებს, ჩვენი პირველი, მეორე და თუნდაც მეასე ცდა რატომღაც არ გადადის ფორმატში „ადექი და წადი“. ჩვენ უბრალოდ ჩვეულ ტენდენციას მივდევთ: ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას, რა არ გავაკეთე ისე, რომ პრობლემა აღმომეფხვრა, რა გავიგე არასწორად. წარსულმა კატასტროფული დაუცველობა, სხვებისადმი უნდობლობა გამოიწვია. ასეთ ადამიანებს ათწლეულები სჭირდებათ გასაანალიზებლად, რომ ბიჭი, რომელთანაც ურთიერთობენ, სულაც არ შეეფერებათ.
იმედგაცრუება
- ელემენტარული ყურადღება საკუთარი თავისადმი საჭიროებს ევოლუციურ უნარებს, როგორიცაა საკუთარი თავის დაცვა ტოქსიკური ადამიანებისგან. გასაგებია, რომ ზოგჯერ გვიწევს „არას“ თქმა იმისათვის, რომ პერსონალური პრიორიტეტები დავთმოთ, მაგრამ საყვარელი ადამიანის განაწყენება - პრაქტიკულად დანაშაულია. სინამდვილეში, ის ხომ ასეთი ჭკვიანი და კეთილია, თითქმის ყოველთვის. რამდენიმე დღეა, რაც კარგ ხასიათზეა, როგორ დავუშვებ, რომ გავანაწყენო, იმის გათვალისწინებით, რომ ვუყვარვარ. მან ხომ მითხრა ეს ერთხელ თუ ორჯერ... ის, ვისი შინაგანი სიყვარულის ფიალა არ არის ბავშვობიდან სავსე, ძალიან რთულად ამბობს უარს აწყობილ ურთიერთობებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი არატოქსიკური, არაჯანსაღი და დამანგრეველია.
დიდი მოლოდინები
- ბავშვებს, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ, მომავალშიც უჭირთ განშორება მათთან, ვისზე ზრუნვაც წლების განმავლობაში უწევთ. ასეთ კატეგორიას, სამწუხაროდ, ყოველთვის სჯერა, რომ დადგება მომენტი, როცა ჯადოსნურად შეიცვლება მისი დამოკიდებულება, გახდება უფრო მოსიყვარულე, კეთილი. თუკი დიდხანს ვიქნებით დამჯერი, თავაზიანი, ის ადრე თუ გვიან შეცვლის სიბრაზეს სიყვარულზე. ეს მტანჯველი დამოკიდებულება ზრდასრულ ურთიერთობებშიც გრძელდება. ბავშვური ტრავმა ფსიქოლოგიურ იმუნიტეტს გვიწრთობს, ზოგჯერ საკუთარი ბედნიერება სწორედ რომ გარკვეულ ადამიანებზე უარის თქმას ითვალისწინებს.
მარტოობის შიში
- ხშირად ურთიერთობის დასრულება ადამიანს იმიტომ არ უნდა, რომ ეშინია მარტო დარჩენის და შედეგად, აღარ არის გახსნილი ახალი პარტნიორებისთვის. ეს ყველა შემთხვევაში „შინაგან ფაშიზმს“ უდრის, რაც შინაგანად ომის წამოწყების მიზეზი ხდება საკუთარ თავთან. სინამდვილეში ვის დავჭირდები კიდევ? აჰა, რა თქმა უნდა, ახლა პრინცი გამოჩნდება თეთრ რაშზე ამხედრებული... და ამ დროს უფრო უსაფრთხოდ ეჩვენებათ სიყვარული და ვითომ ჰარმონიული ურთიერთობა, ამჟამინდელი პარტნიორისგან ინდიფერენტულობითა და უყურადღებობით გამოხატული, რომელიც გაუცნობიერებელ სადიზმში არის დიდი ხნის წინ გადასული.
სიკეთის მიუღებლობა
- რაც არასასიამოვნოა, არის სიყვარულის უკმარისობა, რომელიც სიკეთის გზას ახშობს. ზრდასრულობისას, კარგ ადამიანებს შედეგად აღვიქვამთ მოსაწყენ, ნაკლებად სექსუალურად და მომაბეზრებლად. წინა გამოცდილება ჩვენს გონებაში იბუდებს ღრმად და კარგ ბიჭებს პაემანზე დაპატიჟებისას უარით ვისტუმრებთ. ნაპერწკალი ვერ ნახე, ქიმიამ არ იმუშავა, არ დაემთხვა ინტერესები? მაგრამ თუკი კარგად დაუფიქრდებით, წრფელი დასკვნა ასე ჟღერს: ის იმიტომ არ გიზიდავს, რომ დიდი ალბათობით, ვერ გატკენს გულს, როგორც წინა ურთიერთობაში მიიღე. არ აღგაგზნებს, იმიტომ, რომ ძალიან კეთილია. უცნაურია, არა? სწორედ ასე მუშაობს რეალური სიყვარულის აღქმა, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე. უბრალოდ, უნდა შეეცადოთ, ფოკუსი შეცვალოთ და შეაბიჯოთ თამამად მოსიყვარულე, სიკეთით, ყურადღებით, წრფელ და ერთგულ ადამიანთან სავსე ცხოვრებაში.