ისინი არ ეძებენ ყურადღებას, არ სჭირდებათ არავინ, ვისზეც შთაბეჭდილებას მოახდენენ. ისინი ყველაფერს საკუთარი თავის გამო აკეთებენ.
ყველაზე ბედნიერი გოგონები ნამდვილად ბედნიერები არიან. ხანდახან არის მომენტები, როდესაც იკეტებიან აბაზანაში, ტირიან, გატეხილი გულის გამთელებას ცდილობენ, როდესაც ისინი არიან დაკარგულები და დაბნეულები, მაგრამ ამ ყველაფერს მალე იშუშებენ და დიდხანს არ დარდობენ.
ყველაზე ბედნიერი გოგონები არიან ისინი, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აქვთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წარმატებას მაინც მიაღწევენ, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს.
ყველაზე ბედნიერი გოგონები მუშაობენ მუხლჩაუხრელად, მაგრამ მათ იციან, როდის უნდა დაისვენონ და აღიდგინონ ენერგია. ამიტომ არასდროს არიან გადაღლილები.
ყველაზე ბედნიერი გოგონები არასდროს ელიან მადლობას, არ ელოდებიან აღიარებას. ისინი ყველაფერს თავიანთი თავის გამო აკეთებენ.
ყველაზე ბედნიერი გოგონები აგრძელებენ წინსვლას, თუნდაც მათი გული გატეხილი იყოს, რწმენა - შერყეული, რადგან იციან, ადრე თუ გვიან მათ სადღაც ძალიან კარგი რამ ელოდებათ. არ ელოდებიან არაფერს გულხელდაკრეფილნი.
ამ გოგონებმა იციან, რომ იმსახურებენ ბედნიერებას, იმსახურებენ სიყვარულს, იმსახურებენ წარმატებას და იმსახურებენ ყველაფერს იმას, რის გამოც ისინი ცხოვრობენ.