ყველა არ იმსახურებს თქვენს კეთილგანწყობასა და რესურსს, რომელსაც მას გულუხვად ახარჯავთ. გახსოვდეთ, ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი მართლა ძალიან სჭირდება, თავად ხართ.
კონკურენტულ გარემოში რეკომენდებულია იყო ყურადღებიანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო ძალიან კეთილი. სხვა ადამიანები თქვენთან პაექრობენ პირველობისთვის. ამიტომ თქვენც უნდა იბრძოლოთ, რათა წახვიდეთ წინ.
როდესაც ხარ კეთილი, არ ხარ აგრესიული, ეს სხვებისთვის აღიქმება ისე, რომ თითქოს აქვთ უფლება, გადაგაბიჯონ. ისინი ცდილობენ დარღვიონ საზღვრები, რათა გამოსცადონ თქვენი სიხისტე.
ყველა ადამიანს არ შეუძლია თანაგრძნობა. ვიღაცები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მიიღონ სასურველი, მაგრამ მათ არ აღელვებთ სხვა ადამიანების განცდები.
შეიძლება არ ხართ ცუდი ადამიანი, ან ბოროტი, მაგრამ არ მისცეთ უფლება სხვას, მოგექცეთ ცუდად. თუ ასე ხდება, გამოხატეთ უკამაყოფილება.
კეთილი ადამიანები ბევრ რესურსს დებენ სხვებში. მათ არ სიამოვნებთ იმისი დანახვა, რომ ვიღაც მოწყენილია. ისინი სთავაზობენ დახმარებას, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ კეთილები ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავენ. ბევრი საერთოდ არ იმსახურებს თქვენს სიკეთეს. გახსოვდეთ, ყველაზე მთავარი, ვისაც თქვენ სჭირდებით, თავად თქვენ ხართ.
ბევრი უანგარო სიკეთეს ეჭვის თვალით უყურებს. რატომ აკეთებს ამას, რა მიზანი აქვს შემდგომში? არ ღირს, ამის გამო გული დაგწყდეთ.
ყველას გვსურს ვიყოთ კარგ კომპანიაში. ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც კარგ ადამიანს ასევე კარგი სამეგობრო წრე და ადამიანები ახვევია. მათთან ის თავს დაცულად გრძნობს, მაგრამ ხანდახან კეთილი ადამიანები ისეთებსაც ეხმარებიან, ვინს ამას საერთოდ არ აფასებს.
უკმაყოფილება – ეს არის საშინელი გრძნობა. ის ანგრევს მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობას და აფერხებს ნდობის შექმნას. ყველა კეთილი ადამიანი ადრე თუ გვიან ამ პრობლემას შეეჯახება. თუ თქვენ მეგობარს დაეხმარეთ, ამოსულიყო ორმოდან, ხოლო ის უარს ამბობს დახმარებაზე, საწყენია.
კეთილ ადამიანებს არ მოსწონთ სხვისი ტანჯვის ყურება. ხშირად მხოლოდ იმიტომ იხდიან ბოდიშებს, რომ თავად კარგად არიან. მაგრამ გახსოვდეთ, ბოდიში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, და რატომ იღებთ ისეთ დანაშულზე პასუხისმგებლობას, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ?
ძალიან კეთილ ადამიანებს უჭირთ თქვან «არა». ამიტომ გარშემომყოფებმა შეიძლება იმდენი რამე დაგაყარონ თავზე, გამკლავება გაგიჭირდეთ. თქვენი ჩვევა, წახვიდეთ კომპრომისზე, სხვებისთვის არის ძალიან კარგი გზა მანიპულირებისთვის. ისწავლეთ "არას" თქმა!
ტოქსიკური ადამიანები თავიანთ გავლენას იყენებენ კეთილი ადამიანების მიმართ. იკვებებიან მათი ენერგიებით, იცლებიან და უტოვებენ ბევრ «ნაგავს». საბოლოოდ წაგებულები გამოდიან კეთილი ადამიანები.
იყო კეთილი, ეს არის საოცარი თვისება, მაგრამ გადაჭარბებულმა სიკეთემ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგიტანოთ. დაიცავით ოქროს შუალედი.
თათა შენგელია