ფსიქო

ზოგჯერ იმისთვის, რომ იცხოვრო საკუთარ თავთან, საჭიროა დააიგნორო რაღაცები

ზოგჯერ იმისთვის, რომ იცხოვრო საკუთარ თავთან, საჭიროა დააიგნორო რაღაცები

რთულია, არ მიაქციო ყურადღება ისეთ რამეებს, რაც გაღიზიანებს, მაგრამ უფრო რთულია იმ ტვირთით ცხოვრება, რომელიც თუ ჩაიციკლე, ფსკერისკენ გექაჩება.

ჩვენ უნდა დავაიგნოროთ არათავდაჯერებულობა

საჭიროა დავაიგნოროთ აპოკალიპტური ხმები, რომლებიც თავში მოგვდის, გვიგდებს თვითშეფასებას და გვიფუჭებს განწყობას.

უნდა დავაიგნოროთ კრიტიკოსები


უნდა დავაიგნოროთ მათი აზრი და სიტყვა, მათი წესები და ის ტოქსიკური სიტყვები, რითაც უარყოფით ზემოქმედებას ახერხებენ ჩვენზე. დააიგნორეთ მათი გამოცდილება, რადგან ის ჩვენთვის უცხოა.


უნდა დავაიგნოროთ ისინი, ვინც უკან მოგვიტოვა


სასურველია დავაიგნოროთ მათი დანაპირები, საერთო გეგმები და იდეები,
საიდუმლოებები; ისიც, თუ როგორ გვიყურებენ სხვები, რადგან ის მხოლოდ უკან ხევს ადამიანს და კარგი არაფერი მოაქვს.

უნდა დავაიგნოროთ გარკვეული კითხვები, რომლებიც გვიჩნდება


დააიგნორეთ ყველა ის საშინელი კითხვა, რომელიც საღამოობით უფრო იჩენს თავს. «რატომ მე? როდის ვიგრძნობ თავს ბედნიერად? რა მინდა? რატომ ვარ ისევ აქ?». ხანდახან უბრალოდ არ უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება.

ჩვენ წინაშეა არჩევანი - ვათრიოთ ეს სიმძიმე თან თუ გავუშვათ?

აირჩიე.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93