ფსიქო

მარტოობა მტერი არ არის: რა არის აუტოფობია და როგორ ვებრძოლოთ მას

მარტოობა მტერი არ არის: რა არის აუტოფობია და როგორ ვებრძოლოთ მას
ხდება ხოლმე ისე, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად კარგ დროს ატარებ, მაგრამ შემდეგ მარტო დარჩენა გიწევს და შიში გიპყრობს... მარტოობის შიში. ეს რეალური შიშია და ეწოდება „აუტოფობია“ ან „მონოფობია“. თუკი ეს ხშირად გჭირს, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, შენ მარტო ხარ. ხშირად ეს შიში საყვარელი ადამიანის არყოლით არის განპირობებული, რაც ცხოვრებაში მარტოსული სიბერის პერსპექტივას უდრის, მაგრამ თუკი ასეთი დეტალების გაცნობიერება არ გშველის, მაშინ სპეციალისტების რჩევები უნდა გაითვალისწინო.
Одиночество не враг: что такое аутофобия и как с ней справиться

ეს შიში ნორმალურია?

  • მოკლედ რომ ვთქვათ, კი. შიშის არცთუ ისე მაღალი
    დონე - კარგიც არის, რაც ევოლუციურ პასუხად ითვლება, რომელიც გადარჩენის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი წინაპრები ვერ ცოცხლობდნენ დიდხანს მარტო. ამიტომ ჯგუფებად დადიოდნენ და ტომებად ყალიბდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს დღეს აქტუალობას მოკლებულია, მაგრამ ადამიანური ბუნება ნელ-ნელა იცვლება.
Image result for Этот страх нормален?

როგორ მივხვდეთ, რომ ეს ნამდვილი ფობიაა?

  • თუკი უსაფრთხოების შეგრძნებისთვის სიახლოვეში ადამიანები გჭირდება, იმ ადგილებშიც, სადაც ერთისთვისაც საკმაოდ კომფორტული გარემოა (მაგალითად, სახლი) - მაშინ მდგომარეობა რთულია. ერთი-ორჯერ ამის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ მუდმივად შიშში ყოფნა იმის გაცნობიერებით, რომ მარტო ხარ, საგანგაშოა. ამასთანავე, შიშს მოჰყვება მუცლის, თავის, კუნთების ტკივილი და უძილობა. საბოლოოდ კი შეიძლება იმ შედეგამდე მიხვიდეთ, რომ მაღაზიაშიც კი დაქალის ან ქმრის გარეშე აღარ ჩახვიდეთ.
Image result for Как понять, что это настоящая фобия?

საიდან მოდის ასეთი შიშები?

  1. საკუთარი აუტოფობიიდან
  2. ტრავმების შედეგი, როცა დაზარალდი რაიმეს გამო სახლში მარტო ყოფნისას
  3. პანიკური ან მეორე საკუთარი მეს აშლილობიდან
Image result for Откуда берется этот страх?

როგორ აისახება ურთიერთობებზე?

  • არცთუ ისე კარგად. ადამიანი აუტოფობიით ირჩევს პარტიორად ისეთ ადამიანს, რომელიც არ მოსწონს ან ცუდად ეპყრობა, ოღონდაც არ იყოს მარტო. ამასთანავე, ეს საგრძნობლად აისახება ურთიერთობებზე. საკუთარ თავზე ცუდად ფიქრობ, თვითშეფასება საკმაოდ დაბლა იწევს, წარმოიდგენ, რომ მარტო რჩები.
Image result for Как он влияет на отношения?

როგორ ვებრძოლოთ?

ახლა, როცა უკვე იცი საკუთარ შიშზე და აღარ აიგნორებ, დაუსვი საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:
  1. შიში იმიტომ გამიჩნდა, რომ თავს ვერ ვგრძნობ სექსუალურად, არავის მოვწონვარ და ურთიერთობებს ვერ ვაწყობ?
  2. მეშინია არასწორად შერჩეული პარტნიორის?
  3. მეშინია, რომ ტკივილს მომანიჭებენ და არავინ დამიცავს?
Image result for Как с ним бороться?
  • რაც უფრო მეტი იცი საკუთარ შიშზე, მით უფრო მარტივია მასთან ბრძოლა. მეორე კარგი სტრატეგია - ცუდი აზრებისგან თავის დაღწევაა. დაკავდი იმით, რაც მოგწონს, არ დაიტოვო საფიქრალი დრო. შეგიძლია სასუნთქი გზების ვარჯიშები ნახო, მედიტაციით ან იოგით დაკავდე, იმისათვის, რომ მოდუნდე და კარგზე ფიქრი ისწავლო. რეკომენდებულია შემდეგი სავარჯიშოს ჩატარება: მარტო დარჩი 15 წუთით. ეს გაიმეორე კვირაში რამდენჯერმე. შემდეგ გაზარდე დრო ნახევარ საათამდე. იმაში დარწმუნება საკუთარი თავის, რომ შესაძლოა მარტო იყო, შიშს დაგაძლევინებს. თუკი ეს ხელს გიშლის მუშაობასა და პირად ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართე ფსიქოთერაპევტს. სწორი მკურნალობა ანტიდეპრესანტებთან ერთად მოგცემს საშუალებას, დაძლიო მარტოობის შიში და დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრების რიტმს.

Image result for Как он влияет на отношения?

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93