ფსიქო

75 წლის ქალის 3 რჩევა, რომელიც დაგეხმარება, არ დაანგრიო ახალგაზრდობა

75 წლის ქალის 3 რჩევა, რომელიც დაგეხმარება, არ დაანგრიო ახალგაზრდობა

დამიჯერეთ, ჩემი ახალგაზრდობის დროს მათ ეძინათ.
როდესაც მე ვიყავი 25 წლის, დავბრუნდი მშობლიურ ბრუკლინში, რათა მემუშავა ხელოვნების გალერეაში მმართველად. მე არ მქონდა ფული და დათრგუნული ვიყავი. სამი წელი ასპირანტურა. არანაირი სტაბილური შემოსავალი და სტაბილური ურთიერთობა. მქონდა განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვხდებოდი დიდი, ვიზრდებოდი და გამოვდიოდი ბავშვური ცხოვრებიდან. მაშინ, როდესაც ყველაფერი საშინლად იყო, გავიცანი 75 წლის ხელოვნებათმცოდე, სახელად ჟაკი, თავბრუდამხვევი ქალბატონი, რომელმაც ბევრი რამ იცოდა და ენახა. ჟაკიმ სამი რჩევა-გაკვეთილი მომცა, რომელმაც პირველ რიგში, საკუთარი
თავისგან დამიცვა.
გიზიარებთ თქვენც.


1. იბრძოლე საკუთარი თავისთვის


ჟაკი ხშირად მეუბნებოდა: «არ შეიძლება ეცადო, რომ ყველა დაიცვა და ყველას გამოადგე, ვინც შენ ირგვლივაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავის დაცვაც არ შეგიძლია!».

რას ნიშნავს ეს?

დაფიქრდით, რა გსურთ? ოღონდ პირადად თქვენ და არა სხვას. „ევაჭრეთ“ ყველას მის გამო მანამ, სანამ იმას არ მიიღებთ, რაც გინდოდათ.
ცუდი ვარიანტი იმისა, რაც შეიძლება მოხდეს: - უარი სამსახურზე ან ხელფასის მომატებაზე; შეყვარებულის უარი ერთად ცხოვრებაზე ან უფრო სერიოზულ საფეხურზე გადასვლაზე. – და მერე რა? თქვენ ამ უარით ზოგავთ დროს, ნერვებს. სცადეთ, მოინდომეთ, ეძებეთ ისინი, ვინც გეტყვით "კის"!

2. შეინახეთ საიდუმლო


«თქვენი თაობის პრობლემა არის ის, რომ ფიქრობთ, თითქოს სამყარომ უნდა იცოდეს ყველაფერი თქვენზე. თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი უნდა იცოდეს თქვენზე, ეს თავად თქვენ ხართ!» – ამბობდა ჟაკი.

რას ნიშნავს ეს ?

შეინახეთ რამე თქვენთვის. ყველა ცდილობს, სოცქსელებში საკუთარი ცხოვრება საჯაროდ გამოიტანოს აღიარების გამო, ლაიქების გამო ან სულაც კომენტარების გამო, თუმცა გირჩევთ, ყველაფერი არ გამოდოთ, ოდესღაც წინ დაგხვდებათ.
უნდა დაიტოვოთ თქვენთვის რამე, სხვა ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ თქვენ შესახებ ყველაფერი.

3. შენი თავისთვის გონივრულად აარჩიე კომპანია


ჟაკი ლიდერი იყო ჩვენს კომპანიაში. ოფისში უამრავი ადამიანი ირეოდა. ხანდახან რომელიმე კლიენტზე მეუბნებოდა: «მე არ შემიძლია ჩემი სახელი მათ გვერდით დავაყენო», ან «მე არ შემიძლია ვასოცირდებოდე ამ პროექტთან, რადგან ის ჩემს პრინციპებს სცდება».

რას ნიშნავს ეს?

იმუშავეთ და ითანამშრომლეთ ისეთ ადამიანებთან, ისეთ პროექტებში, რომელიც მომავალში თქვენზე ღირსეულ სახელს დატოვებს. შექმენით ის, რისიც გწამთ, გჯერათ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93