ფსიქო

9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!

9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!
ყველა ადამიანს სურს ისეთი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვიჩვენებს, რომ ასე იშვიათად ხდება. ევროპაში დღესდღეობით წყვილები 2.5-ჯერ უფრო ხშირად შორდებიან და 2-ჯერ ნაკლებად ქორწინდებიან, ვიდრე გასულ 50 წელიწადში. კარგი ისაა, რომ განქორწინებისთვის განწირული ქორწინებების ამოცნობა მეცნიერული კვლევების მეშვეობით უკვე შესაძლებელია.

ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი ბედნიერი და მყარი ოჯახი იარსებებს. ამიტომაც გაგაცნობთ 9 აშკარა ნიშანს იმისა, რომ ცოლ-ქმრის განქორწინების რისკი ძალიან დიდია.

1. ღიმილი ბავშვობის ფოტოებში


ფსიქოლოგებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის
გასაგებად, შესაძლებელია თუ არა განქორწინების წინასწარ განჭვრეტა ადამიანის ბავშვობის და ახალგაზრდობის ფოტოებზე დაკვირვებით. ერთ-ერთ კვლევაში მათ ახალგაზრდების კოლეჯის ალბომი დაათვალიერეს და თითოეული მოსწავლის ღიმილის ინტენსივობა 10-ბალიანი სისტემით შეაფასეს. გულწრფელ ღიმილს ორი ნიშნით განსაზღვრავდნენ: პირის კუნთების დაჭიმულობა და ნაოჭები თვალების გარშემო.

არცერთი ადამიანი, რომლის ღიმილიც 10 ქულით შეფასდა, არ განქორწინებულა მომავალში. როგორც აღმოჩნდა, დანარჩენებიდან მომავალში ყოველი მე-4 ადამიანი გაშორდა მეუღლეს. კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ფოტოებში დაღვრემილები არიან, განქორწინების რისკი 5-ჯერ მეტია.


2. ხმის ემოციური ტონი


ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამას შეუძლია, 79%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველოს ქორწინების წარმატებულობა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მეუღლეების ხმის ტონის ჩაწერა, როცა ერთმანეთს ესაუბრებიან. მეცნიერებმა 100-ზე მეტი წყვილის საუბარი გააანალიზეს და მათ ცოლქმრულ სტატუსს მომდევნო 5 წლის განმავლობაში დააკვირდნენ.

როგორც აღმოჩნდა, იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას ამბობთ, ისაა, თუ როგორ ამბობთ. კვლევის მიხედვით, ურთიერთობის შენარჩუნებაზე ამას დიდი გავლენა აქვს.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93