ფსიქო

ჭკვიანი ადამიანები შურისმაძიებლები არ არიან, ისინი კარმას ანდობენ ყველაფერს

ჭკვიანი ადამიანები შურისმაძიებლები არ არიან, ისინი კარმას ანდობენ ყველაფერს
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სიბრაზის, ტკივილისა და ღალატის წინაშე აღმოჩენილ ადამიანთა უმეტესობა სერიოზულად იწყებს ფიქრს შურისძიებაზე. ამასთან, ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ შურისძიება სხვა უკეთესი ვარიანტებით შეუძლიათ ჩაანაცვლონ.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ რეაგირებენ ტკივილსა და იმედგაცრუებაზე. უბრალოდ, ემოციური ინტელექტის მაღალი დონე გააჩნიათ.

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გააკონტროლონ თავიანთი გრძნობები და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკეთეს შედეგს მოუტანთ.
  • მათი გადაწყვეტილებები გულის ხმის, დალაგებული აზრების და რჩევების ერთობლივი პროდუქტია. ისინი ცდილობენ, რომ მოზღვავებულ ემოციებს გაუმკლავდნენ.
  • შურისძიების წყურვილს
    წინააღმდეგობას თუ გაუწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიანობაზე უარს განაცხადებთ.
    იმ მომენტიდან, როდესაც დავიწყებთ ჩვენი დადებითი ან უარყოფითი ენერგიის გაგზავნას სამყაროსთვის, კარმა ქულების განაწილებას იწყებს.

ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ატარებენ სინათლის ძიებაში, ბედნიერებასა და სიხარულში, საბოლოოდ დაჯილდოვდებიან წარმოუდგენლად დადებითი მომენტებით.
ისინი კი, ვინც მხოლოდ ტკივილს და ტანჯვას უვლენენ ადამიანებს და გატეხილ გულებს აგროვებენ, დიდ საფასურს გადაიხდიან.
ჭკვიანები ხვდებიან, რომ შურისძიება საუკეთესო პასუხი არ არის.

არსებობს 7 მთავარი მიზეზი, თუ რატომ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები შურისძიებაზე უარს:

  1. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ საუკეთესო შურისძიებაა - იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები და წარმატებულები.
  2. მათ ესმით, რომ თანამედროვე სამყაროში იმიჯი ყველაფერია და დიდი ძალა აქვს.
  3. ისინი გონივრულად ირჩევენ თავიანთ საბრძოლო გეგმას.
  4. ისინი უარყოფით ენერგიას იშორებენ, როცა ორიენტირდებიან კითხვაზე: "რატომ ვაკეთებ ამას".
  5. მათ ესმით, რომ შურისძიებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
  6. მათ ესმით, რომ კარმა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
  7. ისინი არ ცდილობენ, რომ ხელები გაისვარონ და მიაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნარგიზი
კი თუ შენს ცხოვრებას კარგად მოაწყობ ეს ყველაზე დიდი შურისძიებაა
13:24 / 29-02-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93