ფსიქო

15 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ნანობენ სიკვდილის წინ

15 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ნანობენ სიკვდილის წინ

  1. ნანობენ იმას, რომ არ გააკეთეს ის, რაც უყვარდათ. მთელი ცხოვრება დაკარგეს არასაყვარელი საქმის კეთებაში. თუ ფიქრობთ, რომ ფულის დევნაში ბედნიერებასაც დაიჭერთ, ცდებით! შეიძლება იყიდოთ ძვირფასი ავტომობილი, იმოგზაუროთ, აიშენოთ დიდი სახლი, მაგრამ ამით ბედნიერება არ მოგემატებათ. ბედნიერება - ეს არის, აკეთო ის, რაც გიყვარს.
  2. ნანობენ იმას, რომ აგროვებდნენ ფულს რაღაც ძვირფასი ნივთების შესაძენად. აი, ეს კი ზუსტადაც რომ ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა, თანამედროვეების ყველაზე მახინჯი მხარე, სადაც ნივთები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები და ურთიერთობა.
  3. ნანობენ იმას, რომ
    კარგად ვერ შეიცნეს საკუთარი თავი. ამისი გაკეთება კი ყველაზე ადვილია. მთავარია, დაუთმოთ დრო და არ გადადოთ მერმისისთვის.
  4. ინანებთ იმაზე, რომ არ გადაწყვიტეთ, ოდესღაც გამოსულიყავით კომფორტის ზონიდან. ეს ყველაფერი გადამწყვეტი იყო. შეიძლებოდა უფრო მეტისთვის მიგეღწიათ, ვიდრე მიაღწიეთ.
  5. ინანებთ იმაზე, რომ მუდმივად ადგენდით გასაკეთებელი საქმეების სიას და მერე ყველა ღონეს ხმარობდით მათ შესასრულებლად. ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება, რომ შეიძლება იცხოვრო ადვილად და მარტივად. ხშირად ვირთულებთ ცხოვრებას.
  6. ინანებთ იმას, რომ ვერასდროს იცხოვრეთ ისე,  როგორც გინდოდათ. ეს კი იმიტომ, რომ ძალიან გეშინოდათ წარუმატებლობის.
  7. ინანებთ იმას, რომ დაგეზარათ,  გესწავლათ სხვა უცხო ენები. ახალი ენა - ეს არის ახალი ფანჯარა, ახალი ძალა. არ გადადოთ.
  8. ინანებთ, რომ ყველაფერს ისე იღებდით ცხოვრებაში, როგორც გეძლეოდათ. არაფრით არ აღფრთოვანდებოდით, არფერი გახარებდათ. არც ახლის შეცნობას ცდილობდით.
  9. ინანებთ, რომ არ ეხმარებოდით სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი ამას გთხოვდნენ. და რა დაგვაკლდებოდა ამით, რომ მოწყალება გაგვეღო, თუ ეს ჩვენს შესაძლებლობას არ აღემატებოდა?
  10. ინანებთ, რომ დაიჯერეთ - თუ საკუთარ თავს სხვის გამო გაწირავთ, ეს კარგია. თავგანწირვა კარგია, მაგრამ არასდროს უნდა ვთქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე სხვების გამო.
  11. ინანებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესწავლათ – ესაა პატიება. სხვა ადამიანებს, პირველ რიგში, ვპატიობთ ჩვენი თავის გამო.
  12. ინანებთ, რომ ძალიან ბევრი დრო დაკარგეთ კარიერის გამო. ჩვენ მოვპარეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას ყველაზე დიდი განძი - დრო. არ გავატარეთ ის ძვირფას ადამიანებთან ერთად.
  13. ინანებთ, რომ დაკარგეთ ის განცდა, რომ ყოფილიყავით სუსტი და მოწყვლადი. ჩვენ გვეშინია გავუმხილოთ სხვებს ჩვენი სისუსტეები; დახმარება ვითხოვოთ, ვენდოთ.
  14. ინანებთ, რომ ძალიან ბევრი დრო დაახარჯეთ იმ ადამიანებს, ვინც ამად არ ღირდა. ბევრი დროა საჭირო და ბევრი ენერგია, რათა შევძლოთ გავწყვიტოთ ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობა.
  15. და ყველაზე მთავარი, არ ვზრუნავდით საკუთარ ჯანმრთლობაზე ისე, როგორც საჭიროა. დაიწყე დღეიდან, ნუ გადადებ მერმისისთვის, ნუ ინანებ.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
გოგა
ესენი მომაკვდავმა ადამიანებმა გითხრათ?
14:17 / 02-03-2020
გამოხმაურება / 0 /
goga
და ცოცხალ ღმერთს, უფალს რომ არ ვეძებდით.ამაზე მნიშვნელევოანი არაფერია და ამას კი ნამდვილად ვინანებთ. ერთი პატარა მიზეზის გამო მოგვიწევს შევხვდეთ მას ვისაც არ ვიცნობთ, არ ვეძებდით და რომელიც ყველა ჩვენს მიერ ჩადენილ საქმეზე და ჩანაფიქრზე სამართლიანად მოგვაგებს.
13:50 / 02-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93