ხშირად ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის არა უმოქმედოდ ყოფნა, არამედ იმპულსური მოქმედება.
"გონი — ბრწყინვალე ინსტრუმენტია, თუ მას სწორად გამოიყენებ და თუ მის გამოყენებას არასწორად გადაწყვეტ, ის დამღუპველია არა მარტო მისთვის, ვინც ამას აკეთებს, არამედ სხვებისთვისაც, ვინც მის სიახლოვეს იმყოფება." — ეკჰარტ ტოლლე.
ჩვენ, ადამიანებს, ერთი ცუდი თვისება გვაქვს. თუ რამე გვინდა, გვსურს, რომ მივიღოთ მაშინვე და იმავე წამს. ჩვენ უმალ გადაწყვეტილებას შევიცვლით, ვიდრე დაველოდებით იმას, რაც გვსურს. ამიტომ ხდება რომ უფრო ხშირად უარს ვამბობთ იმაზე, რაც გვინდა, ვიდრე ველოდებით.
ზუსტადაც რომ მოთმენას გვასწავლის ეს ბუდისტური სიბრძნე, სადაც მთავარი მოთმენის მნიშვნელობა და სულიერი სიმშვიდეა.
ბუდისტური ამბავი
- ერთხელ ბუდამ და მისმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს სამოგზაუროდ წასვლა, რა დროსაც მათი გზა სხვადასხვა ქალაქზე გავლას ითვალისწინებდა. ერთ მშვენიერ დღეს მათ თვალი მოჰკრეს მშვენიერ ტბას. გადაწყვიტეს, რომ მის ნაპირთან გაჩერებულიყვნენ და დაესვენათ, თან წყალიც სწყუროდათ. ბუდამ თავის ერთ-ერთ მოსწავლეს უთხრა: „ძალიან მწყურია, შეგიძლია ცოტა წყალი მომიტანო ტბიდან?“
მოწაფე ტბისკენ გაემართა, მაგრამ დაინახა, რომ მასზე გადადიოდა ცხოველების ჯოგი, რის გამოც წყალი იმღვრეოდა. მოწაფემ იფიქრა: «არა, მე არ შემიძლია მასწავლებელს ასეთი მღვრიე წყალი წავუღო». ის უკან დაბრუნდა და უთხრა ბუდას: «ტბის წყალი მღვრიეა. ვფიქრობ, რომ არ ღირს მისი დალევა».
- გავიდა რაღაც დრო და ბუდამ კვლავ იხმო მოსწავლე და კიდევ დაავალა წასულიყო ტბასთან, მაგრამ წყალი კვლავ მღვრიე იყო ტბაში. დაბრუნდა უკან და ბუდას მოახსენა: «ჩვენ ვერ დავლევთ იმ წყალს. თუ გვსურს, რომ არ დავიხოცოთ წყურვილისგან, უნდა წავიდეთ უახლოეს ადგილას და იქ დავლიოთ წყალი».
ბუდამ არაფერი უპასუხა მოწაფეს, მხოლოდ გაიღიმა. რაღაც დროის მერე კვლავ გააგზავნა ტბასთან. მოწაფე წავიდა, მაგრამ ძალიან ბრაზობდა, როგორ ვერ ხვდებოდა ბუდა, რომ წყალი მღვრიე იყო და სხვაგან უნდა დაელიათ, მაგრამ როცა ტბის პირას მივიდა, აღმოაჩინა, რომ წყალი იყო კამკამა. ააგროვა წყალი და დაბრუნდა მასწავლებელთან.
ბუდამ დაინახა დაბრუნებული მოსწავლე და ჰკითხა: «შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ ის გაწმენდილიყო?». მოწაფემ მხრები აიჩეჩა, ბუდამ კი უპასუხა: «შენ უბრალოდ დაელოდე, როდის დაიწმინდებოდა წყალი. შენი გონი ამ წყალს ჰგავს. როდესაც ის ამღვრეულია, ამ დროს უბრალოდ საჭიროა, შეეშვა, რომ დაილექოს ცუდი და კვლავ გადაიწმინდოს. ამიტომ საჭიროა დრო მისცე მას, არ იყო მოუთმენელი. იყავი ძალიან მომთმენი. ცუდი თავისით წავა, თუ მას არ აამღვრევ წამდაუწუმ შემოწმებით».
თმენის ხელოვნება ამშვიდებს გონს
იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას, არ ღირს აჩქარება. დაელოდე, დაიწმინდოს წყალი. რამდენი ხანი მოიცადო? რამდენი დროც დასჭირდება ამას.
თათა შენგელია
წყარო