ფსიქო

15 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალემოციური ინტელექტი გაქვთ

15 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალემოციური ინტელექტი გაქვთ
ყველაზე წარმატებული ადამიანები, ხშირად სულაც არ არიან ძალიან ჭკვიანი ადამიანები. საიდუმლო ემოციურ ინტელექტშია, მათ ცოდნაში, გამოიცნონ სხვისი ემოციური მდგომარეობა და მართონ ის.

1. თქვენ მართავთ თქვენს გრძნობებს (და ასევე სხვა ადამიანის ემოციებს)


თქვენ არა მარტო გრძნობთ იმას, რასაც გრძნობთ, არამედ ცდილობთ გაიგოთ, თუ რატომ განიცდით ამა თუ იმ გრძნობას. ასევე აანალიზებთ თქვენი მეგობრებისა და კოლეგების გრძნობებსაც. ეს გეხმარებათ გაიგოთ, რა როლს თამაშობს ემოცია მათ ამა თუ იმ ქცევაში.

2. თქვენ არ ჩქარობთ

თქვენ კარგად იცით,
რომ ემოციები და გრძნობები დროებითია და თუ გინდათ, რომ არ ინანოთ ამის გამო, არ ჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ემოციურად არასტაბილური ხართ.

3. თქვენ რჩებით იმად, ვინც ხართ (არ კარგავთ სახეს)

თქვენ აცნობიერებთ, რომ იმისათვის, რომ იყოთ «ნამდვილი» – ეს არ ნიშნავს, მუდამ გაუზიაროთ ყველას ის, თუ რაზე ფიქრობთ და რას განიცდით.

4. თქვენ შეგიძლიათ მყარად ფოკუსირდეთ თქვენს აზრებზე

თქვენ ხშირად არ გამოგდით გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები. გარე ფაქტორები გაიძულებენ, თავი იგრძნოთ ბედნიერად ან იყოთ სევდიანი, იყოთ კეთილი ან ბოროტი, მაგრამ თქვენ აცნობიერებთ, რომ შეგწევთ ძალა, გავლენა იქონიოთ ამ გრძნობებეზე. ამისთვის საკმარისია სწორად ფოკუსირდეთ საკუთრ აზრებზე.

5. თქვენ ღია ხართ უკურეაქციისთვის

არავის მოსწონს კრიტიკის მოსმენა. მათ შორის, არც თქვენ.
მაგრამ იმის ნაცვლად, გეშინოდეთ უკუნეგატიური კავშირის, თქვენ მიესალმებით ამ ყველაფერს, რადგან იცით, რომ ეს ყველაფერი გაგზრდით, როგორც პიროვნებას.

6. თქვენ ძალიან ტაქტიანი ხართ

როდესაც დგება დრო, უთხრათ მეორე ადამიანს არცთუ ისე სასიამოვნო რამ, თქვენ ცდილობთ, გააკეთოთ ეს მაქსიმალურად ჰუმანური მეთოდით. აცნობიერებთ რა, რომ საკმარი არ არის, იყოთ მართალი, ზუსტადაც რომ კეთილშობილება და სიკეთე გაძლევთ ყველაზე კარგ რეზულტატს.

7. თქვენ პრაქტიკაში იყენებთ ემპათიას

თქვენ არ ჩქარობთ, ვინმე გააკრიტიკოთ, რადგან ილტვით შეიცნოთ სხვისი თვალით დანახულიც. საქმე არაა მარტო თანხმობაში, მთავარი ხშირად გაგებაა. ასე თქვენ სხვა ადამიანების ნდობას უფრო მალე მოიპოვებთ.

8. თქვენ ასრულებთ საკუთარ პირობას

ჩვენს დროში ადამიანები მზად არიან, ყველაფერი უარყონ. თუნდაც მათივე დაგეგმილი საღამო ან შეხვედრა იყოს ეს. თქვენ კიდევ ცდილობთ, თქვენი მოცემული პირობა, სიტყვა მუდამ სისრულეში მოიყვანოთ, რაც გეხმარებათ, სხვის თვალში გქონდეთ სანდო ადამიანის რეპუტაცია, რომელიც იმსახურებს ნდობას.

9. თქვენ არ გერიდებათ შეაქოთ სხვები

თქვენ ეძებთ სხვა ადამიანებში კარგ თვისებებს. გულწრფელად აღნიშნავთ, თუ რა მოგწონთ სხვა ადამიანებში. ეს გეხმარებათ გაამხნევოთ სხვები და გამოავლინოთ მათი საუკეთესო მხარეები.

10. თქვენ გამოხატავთ მადლიერებას

მუდამ ილტვით იმისკენ, რომ გამოხატოთ მადლიერება, სიტყვიერად თუ საქციელით.

11. თუ საჭიროა, თქვენ გულწრფელად იხდით ბოდიშს

თქვენ არ გეშინიათ ბოდიშების მაშინ, როდესაც თქვენ ცდებით; არ გეშინიათ ხმამაღლა აღიაროთ შეცდომები, რაც სხვის თვალში იწვევს სიმპათიას. ხშირად ბოდიშს მაშინაც იხდით, თუ მართალი ხართ, რადგან უფრთხილდებით ურთიერთობას.

12. თქვენ პატიობთ და ივიწყებთ

როდესაც სხვა ადამიანები ბოდიშს იხდიან, თქვენ უკან ტოვებთ თქვენ შორის გაჩენილ გაუგებრობას და არც არასდროს უბრუნდებით ძველ თემას. და თუ ის ადამიანი, ვინც გული გატკინათ, უარს ამბობს ბოდიშის მოხდაზე, თქვენ მაინც აგრძელებთ მასთან ურთიერთობას.

13. თავმდაბალი ხართ

იმ დროს, როდესაც სხვები შეგუებას უყურებენ ისე, როგორც სისუსტეს, თქვენ ამ ყველაფერში ხედავთ ძალას.

14. თქვენი მოტყუება რთულია

კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ბევრი ადამიანი სხვის ემოციურ მდგომარეობას იყენებს თავისი მიზნებისთვის, მანიპულირებისთვის და მიუხედავად იმისა, როდესაც ადამიანში ეძებთ კარგს, მაინც ფრთხილად ხართ.

15. თქვენ სწავლობთ შეცდომებზე

არავის შეუძლია სრულყოფილად მართოს საკუთარი ემოცია, მაგრამ თქვენ გულმოდგინედ ცდილობთ, გაკვეთილი მიიღოთ საკუთარი შეცდომისგან,  რათა სხვა დროს მსგავსი აღარ განმეორდეს.

თათა შენგელია

წყარო

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93