როგორ არ იქცევიან სინამდვილეში ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელში - Marao

როგორ არ იქცევიან სინამდვილეში ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელში

2020-04-07 10:55:48+04:00


შენი მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი დღის განმავლობაში საყვარელ მამაკაცთან ერთად, სულ მცირე, 2 ფოტოსურათს მაინც ტვირთავს და უხსნის სოციალურ ქსელში სიყვარულს? ალბათ, ფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, თუმცა ეს ასე არ არის.

"მარაო" გიზიარებთ, თუ რას არ აკეთებენ სინამდვილეში ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელში.

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

მილიონობით ერთობლივი ფოტო და გაერთიანებული სახელები

  • ბედნიერი წყვილი სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში უამრავჯერ საერთო ფოტოს არ ტვირთავს, ამას დამატებული უცნაური წარწერებითა და პერსონალური გვერდისთვის დარქმეული საერთო სახელებით. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან სინამდვილეში.

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

ისინი თვალყურს არ ადევნებენ სოციალურ ქსელში ყოფილებს

  • როგორც თავიანთ ყოფილ პარტნიორებს, ისე საყვარელი მამაკაცის ყოფილ პარტნიორებს. ნამდვილი ბედნიერი წყვილი ასე არ იქცევა და არ ეჭვიანობს ყოფილზე. ვერ ვხვდებით, სინამდვილეში რა საჭიროა ასე მოქცევა?

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

ისინი არ ბლოკავენ ყოფილებს

  • რატომ ბლოკავენ ყოფილებს, ვერც ამას ვიგებთ. ამით სინამდვილეში დაანახვებთ, რომ ათვალიერებთ მათ ხშირად, გაინტერესებთ მათი ცხოვრების მიმდინარე პროცესები და ეს მეტ ტკივილს გაყენებთ. მართლა რაში გჭირდებათ ეს?

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

არ არკვევენ ურთიერთობებს კომენტარებში

  • თუკი არასოდეს გინახავს, თუ როგორ უტყდებიან სიყვარულში ერთმანეთს გოგო და ბიჭი კომენტარებში, მაშინ ძალიან გაგიმართლა. ასეთი წყვილებიც არსებობენ, თუმცა მსგავსი საქციელი ძალიან სულელურად გამოიყურება. პირველ რიგში, სულაც არ არის ლამაზი საჯაროდ ერთმანეთთან კომენტარებში ურთიერთობის გარჩევა, 14 წლის თინეიჯერები ხომ არ ხართ?

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

არ მალავენ სიახლეებს

  • ბედნიერი და ნორმალური წყვილები ერთმანეთისგან არ მალავენ სოციალურ ქსელში მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს, პოსტებს, ვინაიდან ესმით, რომ ორივეს გააჩნია საკუთარი სივრცე და უფლება ინდივიდუალიზმის გამოსავლენად.

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

არ წუწუნებენ ერთმანეთზე

  • იმიტომ კი არა, რომ სირცხვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს სულელური საქციელია ყურადღების მისაპყრობად.

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ

არ უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში თითოეული ფოტოს ქვეშ

  • ყველა ფოტოს ქვეშ კომენტარებში არ არის საჭირო სიყვარულის ახსნა. დაურეკეთ და პირადად უთხარით. ბედნიერი წყვილები არ იწვევენ ერთმანეთს საჯაროდ კამათში, სერიიდან: "ძვირფასო, რა კარგია მე რომ ასეთი სულელი არ ვარ". ეს არ არის ჯანსაღი საქციელი. პირადში გაუგზავნეთ შეტყობინება, ხალხს ნუ აბეზრებთ თავს თქვენი გარჩევებით.

Image result for 10 ВЕЩЕЙ, КОТОРЫЕ НЕ ДЕЛАЮТ СЧАСТЛИВЫЕ ПАРЫ В СОЦИАЛЬНЫХ СЕТЯХ