რას უნდა მოვერიდოთ პირველ პაემანზე და მის შემდეგ. "მარაომ" მიაგნო 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ქალბატონები უშვებენ მამაკაცის ყურადღების მისაპყრობად.
გამუდმებით საუბრობენ თაყვანისმცემლების დიდ რაოდენობაზე
- ნუ გგონიათ, რომ მამაკაცს გაუჩნდება სურვილი, დიდი რაოდენობის კონკურენტებს შორის შენი გული მოინადიროს - მერწმუნეთ, ეს პირიქით მოხდება აუცილებლად. "მითიური კონკურენტების" გაგონებაზე მამაკაცს საერთოდ გოგოსთან ურთიერთობის სურვილი უქრება, ვინაიდან ამ ბრძოლაში ის თავიდან ვერ აირიდებს შედარებას, რაც არავის უყვარს.
კოსმეტიკის გადაჭარბებულად გამოყენება
- ტონალური საცხი, ჰაილაითერი, სკულპტურირების პროდუქტები, "რუჟი", დამატებითი წამწამები, დამაგრებული თმა, დაგრძელებული ფრჩხილები - ეს ყველაფერი შეიძლება თქვენზე ლამაზად ჩანს, თუმცა მხოლოდ "სელფებისთვის" ან კოსტუმირებულ საღამოზე. მამაკაცებს ეშინიათ მასშტაბური მაკიაჟის გარეშე ერთ დღესაც თქვენი დანახვის, ეს კი მათ დააფრთხობს. ამიტომ ბუნებრიობა შეინარჩუნეთ მაქსიმალურად. სულაც არ არის ლამაზი ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელში სხვანაირად გამოიყურებით, ვიდრე სინამდვილეში.
როგორც ბავშვთან საუბარი
- ქალი, რომელიც წვრილი ხმით საუბრობს და იყენებს მოსაფერებელ სუფიქსებს, ბევრს არ მოსწონს. მამაკაცებს სექსუალური ქალები მოსწონთ და არა გოგონები, რომლებიც გეგონება, კატას ან ლეკვს ესაუბრებიან. მათ სურთ შეხვდნენ ნამდვილ გოგოს და მეგობარს და არა მეორე დედას ან ბავშვს ქალის ვიზუალით.
ზედმეტი რუჯი
- მამაკაცებს არ ესმით სინამდვილეში, თუ რატომ გიჟდება ყველა ქალი სანაპიროზე საათობით წოლაზე ან სოლარიუმში დროის გატარებაზე. ყველას გვიყვარს მსუბუქი რუჯი, მაგრამ გადაწვარი კანი, რომელიც რამდენიმე ფენად აგექერცლათ და ნახშირს დაემსგავსეთ, არც ლამაზია და არც ჯანსაღი. ბევრ მამაკაცს ეშინია იმის წარმოდგენის, თუ როგორ გამოიყურება 10-20 წლის შემდეგ სოლარიუმის შედეგად მისი საყვარელი ქალის ჩამოწელილი კანი.
ყველაფერში ეთანხმები
- ყველას გვინდა ხასიათის მქონე, ქარიზმატული, საკუთარი მოსაზრებით და საყვარელი საქმით დაკავებული ადამიანის პოვნა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ინდივიდია, ხოლო როცა ვუყვარვართ, აუცილებლად ჩვენი პლუსებითა და მინუსებით, სწორედ ეს ინდივიდუალიზმი გვიყვარდება ადამიანებში.
წყარო