ფსიქო

რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ
გსურთ ისეთი ადამიანი გახდეთ, ვისთანაც ყველას დროის გატარება ან ურთიერთობა ენდომება? ადამიანების უმეტესობას ეს სურს. თუმცა ამის თქმა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება. მიმზიდველობა თავისთავად არ მოდის. დიახ, თქვენ უნიკალური პიროვნება ხართ და მათ, ვინც კარგად გიცნობთ, ამის შესახებ, ალბათ, უკვე იციან. თუმცა იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის საინტერესო გახდეთ, სხვები თქვენ მოსმენაში უნდა დაარწმუნოთ.

რამდენიმე მარტივი მეთოდით სხვებისთვის საინტერესო ადამიანი გახდებით.

1. ბევრი წაიკითხეთ


წიგნის კითხვა სრულყოფილების საინტერესო მეთოდია, რომელიც თქვენს ჰორიზონტებს გააფართოებს. ახალი
წიგნის წაკითხვის წესი ჩვევად გქონდეთ. სხვადასხვა თემასა და პრობლემაზე წაიკითხეთ. ჰორიზონტის გაფართოებით ბევრად უფრო საინტერესო თანამოსაუბრე იქნებით.
ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებრივი ემოციაა და მას ბევრი თრგუნავს. როცა თქვენში ცნობისმოყვარეობა გაიღვიძებს, ამის შესახებ იკითხეთ ან უყურეთ. უცნობ სამყაროში ჩაიძირეთ და თქვენთვის რაღაც ახალი გაიგეთ.

2. მოსმენა ისწავლეთ

ადამიანები ხშირად მოსმენაზე დიდ დროს არ ხარჯავენ. რატომ უნდა მოუსმინოთ? სიმართლე იმაშია, რომ ზოგიერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხართ, იმდენს არ ლაპარაკობს, რამდენსაც უსმენს. აი, რატომ:
ის, ვინც ყურადღებით ისმენს, ბევრ საინტერესო ინფორმაციას იმახსოვრებს.
მათ წრეში მოსაწყენი ადამიანები არ არიან, რომლებიც საუბარში დომინირებენ.
ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უყვართ და როცა მათ ამის საშუალებას აძლევთ, მათ უფრო საინტერესოდ მიაჩნიხართ.
იყო კარგი მსმენელი, საინტერესო ადამიანის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისებაა. დასვით კითხვები და პასუხებს გულწრფელად მოუსმინეთ. სხვა ადამიანთან საუბრის დროს ინტერესი გამოიჩინეთ.

3. რაღაც ახალი გაიგეთ

თუ თქვენს ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია არაფერი შეცვლილა, თუ ერთსა და იმავე რამეს აკეთებთ, ეს მოსაწყენია. ახალი ნივთების შესწავლა ახალ უნარს, ჰობის და გამოცდილებას შეგმატებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო საინტერესო გახდეთ!
თუ თქვენი უნარები არ იცვლება და არ ვითარდება, ამით ძალიან შეზღუდული ხდებით. ყოველთვე ახალი მიზანი დაისახეთ. ეს შეიძლება რაღაც მარტივი იყოს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93