ძალიან არასასიამოვნოა, როცა საყვარელ ადამიანს ღალატში გამოიჭერენ, თუმცა ხშირად ბევრს უჩნდება პარტნიორის ტელეფონში შემოსული შეტყობინებების წაკითხვის სურვილი, სოციალურ ქსელში მისი სხვა პროფილის მოძიება. ეს ქმედებები, გეტყვით, რომ მიუღებელი და არასწორია. როგორ უნდა მოიქცეთ სინამდვილეში?
1. შეაფასეთ თქვენი ეჭვები
- ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელი. რატომ გაგიჩნდათ ეჭვები? მაგალითად, თუკი უმიზეზოდ ჩხუბობთ, უსაფუძვლოდ ეჭვიანობთ და იბუტებით, პრობლემა სრულიად სხვა რამეში მდგომარეობს.
2. არ დაარღვიოთ პრივატულობა
- ეს ვარიანტი - ბოლოსთვის შემოინახეთ, თუკი ის უდანაშაულოა და თავისი ტელეფონით ხელში დაგაფიქსირებთ, ერთმანეთისადმი ნდობას დაკარგავთ ორივე.
3. დაელაპარაკეთ
- მიეცით შანსი, სიმართლე თქვას. სთხოვეთ ტელეფონი და შეაფასეთ მისი პასუხი. თუკი ის თამამად მოგცემთ ტელეფონს და დარწმუნებულია, რომ ვერაფერს იპოვით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუკი მალავს არასასიამოვნო მიმოწერას, მაშინ გადმოვა შეტევაზე და არ მოგცემთ ტელეფონს, ეს პრობლემა კი უკვე უსაფუძვლო არ იქნება.
4. ანდეთ საქმე სპეციალისტებს
- თუკი მაღალი დონის მტკიცებულებები გინდათ, მაშინ ნამდვილი დეტექტივი უნდა დაიქირაოთ. უბრალოდ ჩამოყალიბდით, რას მოიმოქმედებთ, თუკი ეჭვები გამართლდება.
5. მოიფიქრეთ დაშორების სტრატეგია
- თუკი ქორწინებაში იმყოფებით, გაქვთ საერთო ქონება და გყავთ შვილები, განქორწინება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. განსაზღვრეთ წინასწარ ყველაფერი იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ სიტყვების ძებნა მაშინ, როცა ფაქტზე დაიჭერთ.
წყარო