1. ადამიანს ხშირად უყვარდება ისეთი პიროვნება, რომელიც მის მშობლებს ჰგავს, რომელთანაც გასარკვევი დარჩა ბავშვობის პრობლემები და ვერ აანალიზებენ, რომ სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრას ცდილობენ ზრდასრულ ასაკში.
2. კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, "სლუაც არ აირს მშვნილეოვანი ასოების განლააეგბა, მთავარია, პირველი და ბოლო ასო თავის ადგილას იყოს."
3. ყველაზე სასიხარულო სიახლეებსაც კი, როგორიცაა უნივერსიტეტის დასრულება, შეუღლება ან ახალი სამსახური, დეპრესიამდე მიყვანის მთავარი მიზეზი შესაძლოა გახდეს.
4. პირდაპირი მშობლური საუბრები თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე ნაკლებადეფექტურია, ვიდრე სხვები ფიქრობენ. როგორც წესი, თინეიჯერებს, რომლებიც მოწევას იწყებენ, ჰყავთ მეგობრების ის კატეგორია, ვინც მაგალითს უფროსი მწეველებისგან იღებენ, მათ დადებით გამოხმაურებებს იღებენ და შესაბამისად იწევენ მისკენ.
5. ფსიქოლოგიას აქვს პრინციპი: რაც უფრო მეტი მოლოდინი გაქვს რაიმე მოვლენის, მით უფრო დიდია იმედგაცრუების შანსი. მეტს ელოდები - ნაკლებს იღებ, ნაკლებს ელოდები - მეტს იღებ. რკინის პრინციპი მოქმედებს, არავითარი გამონაკლისი.
6. ადამიანების უმეტესობა უცნობ ადგილას მოხვედრისას მარჯვნივ უხვევს. შემოწმებული ფაქტია, რომ თუკი არ გინდათ რიგში დიდხანს დგომა, თამამად წადით მარცხნივ ან დაიკავეთ რიგი მარცხენა მხარეს.
7. უთხარით გოგონას, რომ უყიდეთ საჩუქარი და შესთავაზეთ გამოიცნოს. ის ჩამოგითვლით ყველაფერს, რაც უნდა.
8. თუკი ცუდი სიზმრები გესიზმრებათ, შესაძლებელია იყინებით სიზმარში. შემოწმებული ფაქტია - რაც უფრო ცივა ოთახში, მით უფრო დიდია ცუდი სიზმრების ნახვის შანსი.
9. ექსპერტების დაკვირვებების თანახმად, ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს რამდენიმე წუთში უყვარდებათ, ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს ერთდროულად ორი ადამიანის სიყვარული შეუძლიათ. მწვანე თვალების მქონეებს შესაყვარებლად დიდი დრო, შესაძლოა წლები დასჭირდეთ, ხოლო სხვა დანარჩენი ფერის თვალების მქონე ადამიანებს ერთი საათიც ჰყოფნით იმისათვის, რომ შეუყვარდეთ.