ზოგჯერ საკმაოდ რთულია, ადამიანს, რომელიც არ გიყვარს, უთხრა, რომ აღარ გინდა მის გვერდით ყოფნა. ამ მწარე სიმართლეს ზოგიერთი მამაკაცი სიმხდალისგან სხვა ფრაზით ანაცვლებს, რომლითაც ხვდება გოგონა, რომ ეს დასასრულია.
"მარაოს" რედაქციამ გაიხსენა მსგავსი ისტორიები და გთავაზობთ, შეამოწმოთ - თქვენთანაც ასე მოხდა?
- უნდა გავერკვე საკუთარ თავში / მარტო ყოფნა მჭირდება.
- წინა ურთიერთობა ჯერაც ვერ დავივიწყე.
- პრობლემა შენში კი არა, ჩემშია.
- მეგობრები დასასვენებლად მიდიან და მეც მეძახიან, შენ კი შვებულება ჯერაც არ გიწევს.
- ბებია გარდამეცვალა და ბინა დამიტოვა სხვა ქალაქში.
- მცირე პაუზა უნდა ავიღოთ.
- მე არ მეხერხება სიყვარული.
- შენ ძალიან კარგი ხარ ჩემთვის / მე არ ვიმსახურებ შენს თავს.
- მე თვითონ დაგირეკავ.
- 1 ერთი კარგი მეგობარი მყავს, რომელსაც დიდი ხანია უყვარხარ.
- თუკი ბედისწერაა, კიდევ ვიპოვით ერთმანეთს.
- ძალიან ჰგავხარ დედაჩემს.
- მგონი, გეი ვარ / ჩემმა ასტროლოგმა მითხრა, რომ არ შემეფერები.
- არ მაქვს დრო ურთიერთობებზე, კარიერას უნდა მივხედო.
- აბონენტი არ პასუხობს ან დროებით მიუწვდომელია...
წყარო