კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარ თავთან ლაპარაკი დიდ გავლენას ახდენს თქვენს თვითშეფასებაზე. მთავარია, რამდენიმე სიტყვა შეცვალოთ.
ორივე წამალი სინამდვილეში პლაცებო იყო. ადამიანებმა ექსპერიმენტული წამალი სხვადასხვანაირად შეაფასეს. ის, ვინც იღებდა ძვირიან გამაყუჩებელს, ამბობდა, რომ გაცილებით ეფექტური იყო და უფრო მალე მიიღეს შვება, ვიდრე იაფფასიანის შემთხვევაში.
ის, თუ როგორ მიიღებთ ცხოვრებას, დამოკიდებულია თქვენსავე მოლოდინებზე. ტვინი იმყოფება ახალი ინფორმაციის მუდმივ ძიებაში. თუ თქვენ ამბობთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ, რათა ნახოთ შემოსული წერილები მეილზე, თქვენი ტვინი მართლა ასე იზამს, რომ რეალურად არ გეყოთ დრო მათი ნახვისთვის. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამისი გჯეროდეთ.
გახსოვთ? ან გაიხსენეთ, რამდენად ხშირად გითქვამთ ხმამაღლა ან თქვენთვის, რომ «საკმარისად კარგი არ ხართ». ცდილობთ გამოსწორდეთ. ალბათ, ასჯერ ან ათასჯერ გითქვამთ ეს. ზარალის ანაზღაურება, რომელიც თქვენმა არათავდაჯერებულობამ მოგიტანათ, დიდი დროის ხარჯვას მოითხოვს, რათა აღდგეს და რაც დალექილია, გამოვიდეს, აღარ გჯეროდეთ. მთავარია, მოინდომოთ და არ იდარდოთ, რომ ერთი-ორი თქმითა და მცდელობით არ გამოდის ის, რაც გვსურს.
1977 წელს გამოქვეყნდა საინტერესო კვლევები «ჟურნალ ვერბალურ სწავლებასა და ჩვევებში», რის მიხედვითაც, როდესაც თქვენ რამეს ისმენთ, ალბათობა იმისა, რომ ის დაიჯეროთ, დამოკიდებულია მოსმენის სიხშირეზე. ამას ილუზირებული სიმართლე ჰქვია. ერთი საათის განმავლობაში არასწორ ფაქტებს 25-კაციან ჯგუფს უმეორებდნენ ძალიან ხშირად. რამდენიმე კვირის მერე ის, რასაც უმეორებდნენ, შეახსენეს მათ, ვინც ამ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. ძველები დაეთანხმდნენ, ახლებმა კიდევ აღმოაჩინეს, რომ შეცდომა იყო, რასაც ეუბნებოდნენ.
იმისთვის, რომ «მივიდეთ» ჩვენს ტვინამდე, უნდა ხშირად ვიმეოროთ ჩვენი ახალი სიმართლე. აი, რატომ არის მანტრები ასეთი გამართლებული და ეფექტური.
მაგალითად, ავიღოთ ფრაზა: «ჯონი არ არის დამნაშავე». ჟურნალ «სოციალური ფსიქოლოგიის» მიერ 2004 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ უბრალო სიტყვების ცვლილება გავლენას ახდენს თუნდაც იმაზე, დამნაშავეა თუ არა ჯონი. ორი სიტყვის მიხედვით, დამნაშავე «ჯონი» და «არა დამნაშავე» ამ შემთხვევაში «არ», ხშირად ტვინის მიერ ხდება იგნორირებული.
მაგალითად, «მე არ შემიძლია გავაკეთო კარგი პრეზენტაციები» და «მე შემიძლია გავაკეთო კარგი პრეზენტაციები» - მათაც ერთი და იგივე ეფექტი ექნებათ, ისევე, როგორც ფრაზას: «მე ოსტატი ვარ პრეზენტაციების» ან «მე ვაკეთებ ისეთ პრეზენტაციებს, რომლებიც მოსწონს ხალხს».
გათავისუფლდით უარყოფითი სიტყვებისგან, რომლებსაც თქვენს თავს ეუბნებით, უმეორებთ. თუ ჩემი არ გჯერათ, სცადეთ რამდენიმე დღე და თავად დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში.
თათა შენგელია