თვლი, რომ თქვენს ურთიერთობაში ბალანსი არ არსებობს? ფიქრობ, რომ შენ უფრო მეტ ძალ-ღონეს ხარჯავ ურთიერთობის განვითარებაზე, ვიდრე შენი პარტნიორი? ზოგჯერ თვლი, რომ მასთან შედარებით ბევრად უკეთესიც ხარ? შესაძლოა, ეს სინამდვილეში არ გეჩვენებოდეს და ასეც იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩვენ მიერ ჩამოთვლილ 10 ნიშანს დაუკვირდები.
მას არ აღაფრთოვანებს შენი მიღწევები
- შენი პროფესიული წარმატებები არ აინტერესებს, იმიტომ, რომ მისი ამბიციები იმყოფება "სადაც არ უნდა იმუშაო, მთავარია, არ იმუშაო" დონეზე. "პიროვნული განვითარების" გაგება მისთვის, ფაქტობრივად, მიუღებელია. შესაბამისად, მის გაკვირვებასაც არ ელოდო. შენი ჰობი კი მისი თვალთახედვით ფულის და დროის უაზრო ფლანგვაა.
იძულებული ხარ, ყოველთვის წინ წასწიო
- უამრავ დროს კარგავ იმაში, რომ ადგილიდან დაძრა. კარიერასაც მის ნაცვლად შენ უწყობ. საერთო საცხოვრებელზეც შენ ფიქრობ, სისულელედ მიაჩნია ჯაზ-კონცერტზე შენთან ერთად სიარული, როცა უპირატესობას ანიჭებს კომედიის ყურებასა და ლუდის სმას.
ის არ მოსწონს არც შენს ოჯახს და არც მეგობრებს
- როცა გვიყვარდება, გვგონია, რომ ეს მამაკაცი არის ჩვენთვის მთელი სამყარო. ხოლო ისინი, ვინც წინააღმდეგია ამ ურთიერთობების, მტრებად მიგვაჩნია და უბრალოდ შურთ ჩვენი. სინამდვილეში ეს საგანგაშო ზარია: თუკი ყველა გარშემო ამტკიცებს, რომ ეს ურთიერთობები მეზალიანსია, შესაძლოა სინამდვილეში ასეც არის და დროა, დაასრულოთ.
სამაგიეროდ, მისი ახლობლები შენზე გიჟდებიან
- ყველა ზრდასრულ მამაკაცს გააჩნია წარსული და ყველას ჰყავდა წარსულში ქალი, რომელთანაც ურთიერთობდა. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუკი შენი საყვარელი მამაკაცის გარემოცვა გიმტკიცებს, რომ წინა ურთიერთობის გოგო სულელი და საშინელი იყო, შენ კი ლამაზი და ჭკვიანი ხარ, დროა, დაფიქრდე, ვინაიდან შენ არ ხარ 100 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, რომელიც ყველას მოსწონს. ასე არ ხდება. მამაკაცს ბრილიანტი არ უნდა ერგებოდეს, თუ არ იმსახურებს მას.
სხვადასხვა კულტურული კოდი გაქვთ
- ეს ყველაზე მთავარი ნიშანია და ყველაზე გასაგები, მას არ ესმის შენი ხუმრობები, ვერ ცნობს ციტატებს შენი საყვარელი ფილმებიდან და წიგნებიდან, არ მოსწონს ის მუსიკა, რომელიც შენ მოგწონს, ვერ განიცდის ვერანაირ ემოციას იმისგან, თუ რა გაბედნიერებს შენ. რაც მთავარია, არ ცდილობს რაიმეს შეცვლას. არ ესმის, რისთვის არის საჭირო.
მოსაწყენი სექსი გაქვთ
- შენ თვლი, რომ სექსუალურობა უნდა განავითაროთ, ის კი წმინდა ფიზიოლოგიის დონეზე რჩება. შენ ექსპერიმენტები გინდა, სიახლეების მოსინჯვა, ის კი დარწმუნებულია, რომ სამი პოზიციის ცოდნით მას სექსის მცოდნედ აქცევს. ნუ კარგავ მასზე დროს.
არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას
- არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა, მაინც შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში, შენ უნდა გაგეთვალისწინებინა ეს, უნდა გაგეფრთხილებინა ისიც!
თქვენი მომავალი ბუნდოვანია
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასთან ერთად მომავალს ვერ ხედავ, თუმცა ამჟამად არ აღიარებ იმას, რომ არ გექნება არასდროს მასთან არანაირი მომავალი, ეს შეუძლებელია.
შენ ფიქრობ ორივეზე, ის კი - თავის თავზე
- თუკი უკვე ერთად ცხოვრობთ, საქმე ცუდად არის: უკვე ღრმად შეტოპეთ. მეორე მხრივ, ერთობლივი ძალებით გამკლავება კულინარიაში დაგანახებს, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე. თუკი მუშაობთ და ის მხოლოდ თავის თავზე ხარჯავს თანხას, მაშინ ის შენი საფეხურის არ არის. ჰკითხე შენს თავს: ვინ ყიდულობს საკვებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ვინ იხდის კომუნალურებს, ვინ ფიქრობს ბინის მოწყობაზე? იმედია, ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ შენ არ ხარ.
ის გეუბნება: "ქალმა უნდა გააკეთოს"
- შენ მასთან ვალდებული ხარ ყველაფერში, ის კი არაფრის ვალდებულებას არ გრძნობს. ასეთ შემთხვევაში შენ ძალიან კარგი ხარ მისთვის და ეს ჩვეულებრივ სექსიზმად ითვლება. გაიხედე გარეთ, 21-ე საუკუნე დგას.
წყარო