შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგნოზირება რთულია, რადგან გარშემო ქაოსია.
მეზობლები ყიდულობენ დიდი რაოდენობით წიწიბურას, ბავშვები სახლში აჯანყებას აწყობენ. მოკლედ, ბევრი ფაქტორია.
ჩვენ ახლა კორონავირუსის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვეულებრივ, ახალი ამბები როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელში, ელვის სისწრაფით ვრცელდება. მეგობრები ორ ბანაკად განაწილდნენ. პირველი ბანაკი: "ჩვენ ყველანი დავიხოცებით". ამ განსაზღვრების მომხრეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი თავისი ქაოსითურთ სისულელეა.
მოდით, ერთად ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ მაქსიმალურად საკუთარი თავიც და საყვარელი ადამიანებიც.
ამაში ფსიქოლოგი ვიქტორია კეილინი დაგვეხმარება:
პანიკის უმთავრესი მიზეზი უმწეობის და შიშის განცდაა. მასთან გამკლავების ეფექტური საშუალება კი სანდო ინფორმაციის მიღება და მოქმედების მკაფიო გეგმის დასახვა გახლავთ. პირველ რიგში, საჭიროა, ინფორმაციის გაფილტვრას შეეჩვიოთ. არსებობს ოფიციალური ვებგვერდები, სადაც საიმედო ინფორმაციები ვრცელდება.
პირველ რიგში, ყურადსაღებია სპეციალისტების ბლოგები და ევროპაში საკარანტინო ზონაში მცხოვრები ადამიანების პირადი "ფეისბუქ" თუ „ინსტაგრამგვერდები".
თუ იძულებული ხართ, რომ მუშაობა განაგრძოთ და გარეთ რეგულარულად იაროთ, მაშინ თქვენი შფოთვის მიზეზი გასაგებია. თუმცა, იფიქრეთ იმაზე, რომ საკმარისია უსაფრთხოების ძირითადი ზომები მიიღოთ:
თუ უკვე დიდი ხანია გაქვთ მიზანი, რომ რომელიმე ენა შეისწავლოთ ან სამსახური გამოიცვალოთ, ეს თქვენი შანსია. საშუალება გეძლევათ, შეისწავლოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი.
თქვენ გელოდებათ წიგნები, რომლებისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით. რიგრიგობით გიცდიან ფილმები და სერიალები, მნიშვნელოვანი საოჯახო საკითხები. ეს ყოველივე კი თქვენს საკარანტინო ყოველდღიურ ცხოვრებას გამოაცოცხლებს.
გარდა ამისა, სახლში დარჩენა ერთგვარი შანსია, რომ ოჯახთან მეტი დრო გაატაროთ. გააკეთეთ საშინაო დავალება ერთად, დახატეთ ან უბრალოდ შექმენით სახლი ბალიშებისგან და საბნებისგან, სადაც შეგიძლიათ ფანრის შუქის ფონზე განწყობა შეიქმნათ.
იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ: მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ისაუბრეთ გულწრფელად ყველაფერზე, გამოიყენეთ დრო მაქსიმალურად და მხოლოდ ძილზე ნუ ორიენტირდებით.
სპორტი, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები - იზოლაციის დროსაც მშვენივრად შეიძლება და ეს წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ.
სცადეთ ახალი დიეტა ან კოსმეტიკური ნიღაბი. სულაც, უბრალოდ ჩაი მოიმზადეთ და გემრიელად გამოიძინეთ.
არასტაბილურ სიტუაციაში, როდესაც რთულია მიაგნო საიმედო რჩევებს და ინფორმაციული ნაკადი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით ივსება, ადვილია პანიკას აჰყვეთ. მაგრამ ეს კარგს არაფერს გიქადით. ამგვარი რეაქცია დამანგრეველია, რადგან გონების პარალიზებას ახდენს და გვაიძულებს, გაუცნობიერებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები.
უმჯობესია, რომ ღრმად ამოისუნთქოთ, გაითვალისწინოთ ვითარება და მოუსმინოთ თქვენს გონებას, დაეყრდნოთ პირად გამოცდილებას. გამარჯვებული ის კი არ არის, ვისაც არ ეშინია, არამედ ის, ვინც საღად აზროვნების უნარის შენარჩუნებას ახერხებს.