ფსიქო

პანიკური შეტევა: რა გავაკეთოთ, თუ ეს დაგვემართა

პანიკური შეტევა: რა გავაკეთოთ, თუ ეს დაგვემართა
ბევრი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჯახებია მას: უეცარი თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა, ამოუხსნელი შიში და შეგრძნებები, რომ სადაცაა სიკვდილი მოგვიკაკუნებს. პანიკური შეტევა - ნამდვილი მტერია დიდი ქალაქის მცხოვრებლებისთვის და განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშუალო ასაკი, რომელიც ამას განიცდის, 20-30 წლამდე სეგმენტზე მოდის.
Панические атаки – Психотерапия и лечение в клинике ВИП Воробьёв

როგორ მოვიქცეთ, თუკი პანიკური შეტევა დაგვეწყო

  • იმ მომენტში, როცა პანიკური შეტევა სახეზეა, მიზეზის ანალიზის დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ არის რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ შეტევის დაძლევაში:
  • გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვები. ეს შესაძლოა იყოს პლასტმასის ჭიქა
    ან თუნდაც პარკი - მშვიდად ისუნთქეთ მასში. ასე უფრო სწრაფად მოახდენთ სუნთქვის დასტაბილიზებას და პანიკას გაუმკლავდებით.
  • გადართეთ ყურადღება რაიმე გარშემო არსებულ ნივთზე, მაგალითად, დათვალეთ მეტროსადგურის ბოძები ან გამვლელების კოსტიუმებზე ღილები - ნებისმიერი კონცენტრაცია გარე ნივთზე დაგეხმარებათ გონზე მოსვლასა და რეალობასთან კავშირის დაბრუნებაში.
  • დარჩით ადგილზე. უმჯობესია, ჩამოჯდეთ. პანიკური შეტევის დროს შეეცადეთ, შეზღუდოთ გადაადგილება. შეეცადეთ ჩამოჯდეთ, სადაც ხართ და "გაშეშდეთ". ეს მეთოდი კონცენტრირებაში დაგეხმარებათ და თქვენს შინაგან არასასიამოვნო შეგრძნებას მალე გააქრობს.
  • დაელაპარაკეთ ვინმეს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ უცხო პიროვნებას დახმარება რომ სთხოვოთ, ის შესაძლოა თავისი უბრალო ყურადღებით დაგეხმაროთ. სხვა ადამიანთან კომუნიკაცია დაცულობის შეგრძნებას შეგიქმნით და შეტევაც გაქრება.
Memijat 3 Titik Ini Bantu Redakan Sesak Napas - Health Liputan6.com

5 რჩევა პანიკური შეტევის პროფილაქტიკისთვის

  1. არ აწარმოოთ მჯდომარე ცხოვრების წესი. ხშირად შეტევა ენდორფინების ნაკლებობით არის გამოწვეული, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს დატვირთვისას. ამიტომ მსუბუქი აერობიკული ვარჯიშიც კი შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
  2. შეეცადეთ არ ინერვიულოთ. ეს რეკომენდაცია შესაძლოა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სიმშვიდე გადაგარჩენთ მხოლოდ და მხოლოდ პანიკური შეტევებისგან, დაიმახსოვრეთ.
  3. არ დალიოთ ყავა ან შეამცირეთ მისი მიღების რაოდენობა. კოფეინი გულისცემის აჩქარებას იწვევს, რამაც შესაძლოა პანიკური შეტევა გამოიწვიოს ნებისმიერ მომენტში.
  4. ალკოჰოლთან ფრთხილად იყავით. სპირტის შემცველი სასმელი შესაძლოა ორგანიზმის მოულოდნელი რეაქციების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს, რამაც საბოლოოდ შეტევაც შეიძლება გამოიწვიოს.
  5. ფრთხილად იყავით წამლებთან. გააანალიზეთ, კავშირში ხომ არ არის წამლების მიღება პანიკურ შეტევებთან? ზოგჯერ წამლებიც იწვევს შეტევებს. ამიტომ ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.
Falta de fôlego e pele ressacada podem ser sintomas de deficiência ...
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93