თვითიზოლაცია საუკეთესო დროა საკუთარ თავზე სამუშაოდ და იმ ჩვევების გამოსამუშავებლად, რომლებიც გვარგებს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვიშოროთ ცუდი ჩვევები და მათ მაგივრად ჯანსაღ ჩვევებს მივყვეთ.
არაერთი ჩვევა არსებობს, რომელიც ავტომატურია და მის გაკონტროლებას გონების ძალით არ ვცდილობთ. სწორედ ამიტომ, მათი მოშორება ასეთი ძნელი ხდება!
ცუდ ჩვევებში, როგორც წესი, ხშირად გვხვდება: მოწევა, ტელეფონზე "ჩხუბი", ფრჩხილების მოკვნეტა და სხვა, რაც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან ფსიქიკურ მდგომარეობას.
ახალი ჩვევის შექმნის მექანიზმი: სიგნალი-მოქმედება-ჯილდო-გამეორება. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, კარგი ჩვევები უნდა იმეოროთ. როდესაც მოქმედება მეორდება, ტვინში არსებული ნეირონები ურთიერთქმედებაში შედიან და გვაჩვევენ. რაც უფრო რეგულარულად გავიმეორებთ, მით უკეთესი.
დილით გარეთ გასეირნების სურვილი აბსტრაქტულია. საჭიროა უფრო ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ და დაფიქრდეთ, რას მიამატებდით. რა შედის თქვენს გეგმაში?
2. ჩანაწერები
აუცილებელია გრაფიკის შედგენა, რაც უკვე ვახსენეთ კიდეც. თუ დავთარში ახალ ჩვევას დაამატებთ (მაგალითად, წიგნის წაკითხვა ყოველდღე 21:00 საათიდან 21:30 საათამდე), მაშინ მას სწრაფად აითვისებთ და ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება.
3. გამარტივება
თუ გსურთ, რომ დილით ადრე გაიღვიძოთ და მაღვიძარას გამორთვა-ჩართვა, დაყენება ხუთჯერ არ მოგიწიოთ, მაშინ მაღვიძარა საწოლიდან რაც შეიძლება შორს დადეთ.
დროთა განმავლობაში ახალ პროცედურას შეეჩვევით. ასევე, ეცადეთ თავი ნაკლებად გადაიტვირთოთ ტელეფონში გამუდმებით კირკიტით. დროებით გადადეთ ტელეფონი, თუ გამოუვალი სიტუაცია არაა. სჯობს მხოლოდ აუცილებელ შეტყობინებებს უპასუხოთ.
4. შეხსენებები
უფრო მეტი წყლის დალევა გინდათ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის კარგია? აიღეთ ფურცელი, რომელზეც დაწერთ, შემდეგ კი მაცივარზე ან მონიტორზე მიაკარით. ამგვარად საკუთარ თავს შეახსენებთ და თუ თქვენს ფიქრებს გამორჩება, თვალები გაახსენებენ.
5. ჩანაცვლება
ხშირად ცუდი ჩვევა შეიძლება კარგი ჩვევებით ჩანაცვლდეს, თუ ისინი მსგავსი მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, ფილმის ყურების დროს მზესუმზირის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩირი მიირთვათ.
6. ჯილდო
თქვენ მოტივაციისთვის ბიძგი გჭირდებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯილდო ყოველდღიურადაა საჭირო. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს თავს დაუწესოთ საჩუქარი, რომელსაც ერთი კვირის ან თვის მანძილზე მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ წესებს კარგად დაიცავთ.
7. მოტივაცია
თქვენ სწორ კვებაზე გადახვედით, რაც ნიშნავს, რომ თავს უკეთ გრძნობთ. იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერთან არ იჯდებით დილამდე და მაღვიძარის ხმის გაგონებისთანავე გაიღვიძებთ. თუ ნამდვილად გსურთ, რომ ცუდი ჩვევები მოიშოროთ, ყველაფერი გამოგივათ.