შევამოწმოთ, ნამდვილად ბედნიერები ხართ ერთად? ერთი შეხედვით, თქვენი ურთიერთობა იდეალურია, თუმცა იდეალურ წყვილებშიც ჩნდება ეჭვები. ფსიქოლოგებმა იციან, როგორ შეამოწმონ წყვილებმა ერთმანეთი ურთიერთობის პერიოდში, მაგრამ გაფრთხილებთ - ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და რაღაც დადგენილ წესებს ნამდვილად არ უნდა მისდევდეთ. მაშ ასე, თუკი ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი, მაშინ ამ 9 რამეს აუცილებლად ერთად უნდა აკეთებდეთ.
მუდმივად ხაზზე ხართ
- მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ხვდებით ერთმანეთს, სავარაუდოდ, არ წყვეტთ ერთმანეთთან სასიყვარულო ტექსტის შემცველი შეტყობინებების მიწერას, ფოტოების გაზიარებას, უაზრო ხუმრობების მოყოლას, რომლებსაც ინტერნეტში გადააწყდით. თუკი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ვიდეოზარებსაც იყენებთ და ხმოვან შეტყობინებებს უგზავნით ერთმანეთს, ხოლო როგორც კი მნიშვნელოვანი ან საგანგაშო რამ ხდება თქვენს თავს, წამსვე ურეკავთ მას და ის აუცილებლად პოულობს თქვენ დასამშვიდებლად შესაფერის სიტყვებს.
დღემდე არ გავიწყდებათ ნახვისთანავე ერთმანეთის ჩახუტება
- ჩახუტება თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია. როგორც კი ეხუტებით მას, წამსვე დაცულად გრძნობთ თავს, ის კი მთელ თავის სინაზეს აქსოვს თქვენ ჩახუტებაში და მთელი სხეულის სითბოს გადმოგცემთ. თუკი დღემდე არ მოგბეზრდათ ერთმანეთის ჩახუტება - დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის. სხვათა შორის, ბევრი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩახუტება ოქსიტოცინის უფრო დიდ პროცენტულობას აღვიძებს ორგანიზმში (ბედნიერების ჰორმონს), ვიდრე კოცნა.
არ გრცხვენიათ ერთმანეთთან გრძნობების გამოხატვისა და მღელვარების გაზიარების
- მაშინაც კი, როცა სამსახურში პრობლემები გაქვთ ან ნათესავებთან უსიამოვნება, ის მზად არის, გაგიზიაროთ ყველაფერი. იყოს ეს ზედმეტად ცივად, აკურატულად და თავდაჭერილად გამოხატული. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ამასთანავე, არ გრცხვენიათ ერთმანეთთან საკუთარ სურვილებსა და გრძნობებზე საუბარი - ეს საკმაოდ ღირებულია.
თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესები
- თუკი მნიშვნელოვან მატჩს ელოდება, მოგიწევთ მასთან ერთად ყურება, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ფეხბურთი, მისი აზარტულობით საკმაოდ დიდ სიამოვნებას უნდა იღებდეთ. ის ხომ მოგყვებათ მუზეუმებსა და თეატრებში? სავარაუდოდ, იოგაზეც წამოგყვებათ იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რა მოგწონთ ასე ძალიან ამ აქტივობაში.
არ წყვეტთ ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობას
- მას მოაქვს თქვენთვის ქინდერ-სიურპრიზები, უმიზეზოდ გჩუქნით თქვენთვის სასურველ ნივთებს. შეუძლია დაგეგმოს უქმეები, მოაწყოს რომანტიკული საღამო შუა კვირაში. თქვენ გსიამოვნებთ ერთმანეთის გაბედნიერება, მიუხედავად სიურპრიზების მოცულობისა. ყურადღება დეტალებისადმი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ერთმანეთზე სასაცილოდ ხუმრობთ
- გაქვთ ხუმრობები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გესმით. შესაბამისად, არ მოიწყენთ უცხო წვეულებაზე ერთად მოხვედრისას. შეგიძლიათ კონფლიქტების განეიტრალება. ერთმანეთზე ხუმრობა. მერწმუნეთ საკმაოდ იშვიათობაა, როცა ორ საპირისპირო სქესს ერთმანეთის იუმორი ესმის.
ერთად გეგმავთ მომავალს
- არა, შესაძლოა ქორწინების თარიღზე არ შეთანხმებულხართ ჯერ, უბრალოდ მოგწონთ საუბარი თქვენს ერთობლივ ცხოვრებაზე, რამდენი შვილი გინდათ, სად გინდათ ცხოვრება, როგორ მოაწყობთ ბინას, როგორ მიაღწევთ კომპრომისს ფერების და ავეჯის შერჩევისას. ერთად გეგმავთ რაიმე ახალი ჰობის ათვისებას.
არ გრცხვენიათ ერთად გამოჩენის
- ნებისმიერ კომპანიაში, ეს იქნებიან მეგობრები თუ არა, თავს ერთად კომფორტულად გრძნობთ. არ გერიდებათ ერთმანეთის წაყვანა საერთო წვეულებებზე, სამსახურის კორპორატიულზე. გიყვართ ერთად სიარული და სულაც არ ფიქრობთ იმაზე, რომ შესაძლოა რაიმე უადგილო თქვას თქვენმა პარტნიორმა და შერცხვეთ.
ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით
- მწუხარებაში საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა სასიამოვნოა, მაგრამ მისი წარმატებების გაზიარება ძალიან კარგია. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სამსახურებრივ სფეროში პაუზა გაქვთ, ის კი კარიერის მწვერვალებისკენ მთებს დგამს. თქვენ ერთმანეთის სურვილს პატივს სცემთ, მოგწონთ, როგორ სურვილს ავლენს განვითარებისთვის თქვენი პარტნიორი და ამაყობთ მისი პიროვნებით.
წყარო:elle